"ბოლოს, ორჯერ რომ ჩავარდა კრუნჩხვაში, საშინელი სისხლდენა დაეწყო. სამწუხაროა, რომ არაა ცნობილი საიდან მოდის სისხლი - პირის თუ მუცლის ღრუდან. გამოკვლევა ჩავატარეთ, მაგრამ ეს აქ ექიმებმა ვერ გაიგეს. ვერ დააზუსტეს. მაპატიოს ყველა თეთრხალათიანმა, მაგრამ იმის თქმა, რომ ან ამის ბრალი იქნება, ან იმის, ამის იმედად ვერ ვიქნები“, - გვეუბნება შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე ასევე თავის შშმ შვილზე ჯაბა მურცხვალაძეზე. მას საზოგადოება და ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს.
- გადავწყვიტეთ, ჯაბა თურქეთში გამოკვლევაზე ჩავიყვანოთ კონკრეტულად იმ კლინიკაში, სადაც დაგვყავდა და მივიღოთ ზუსტი პასუხი, რა იწვევს ამ სისხლდენას. თუ კუჭიდან არის სისხლდენა, მაშინ ძალიან საშიშია.
- გულყრა რა სიხშირით აქვს?
- ჯაბას ადრე ჰქონდა "სალმის ტიპის“ გულყრა. ცუდი ის იყო, დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა, რაც ტვინს ურტყამდა... იმის შემდეგ, რაც მან ფეხი აიდგა ბერი გაბრიელის საფლავზე, ყველაფერი შეიცვალა. ახლა კრუნჩხვა შეიძლება კვირაში 4-5-ჯერ იყოს და ძალიან მძიმე ფორმით... კრუნჩხვის ხანგრძლივობა ნახევარი წუთიდან ერთ წუთამდეა. მერე ამოხველებას იწყებს და ამას მოჰყვება სისხლდენა. მოკლედ ამ ყველაფრის წარმომავლობაა დასადგენი.
- ე.ი. აქ ექიმები მიზეზს ვერ აკონკრეტებენ?
- კბილების ბრალიაო, რადგან კრუნჩხვის დროს კბილებს აღრჭიალებს. არადა, რაიმე დაზიანება ღრძილებზე არ ეტყობა.
ადრე, რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ანალოგიურად მსგავსი რამ, მაგრამ მერე შეწყდა. მაშინაც თქვეს კბილებიდან, ხორხიდან ან ცხვირის კაპილარებიდან შეიძლება მოდიოდესო. ჩემი შვილი ამდენი წელია ღვთის წყალობით და ხალხის თანადგომით ცოცხალი გვყავს. ვეღარ გავრისკავ უმოქმედოდ ყოფნას. ფაქტია, რომ საშიშია და მიხედვა უნდა. ამიტომ, გამოკვლევა ძირფესვიანად უნდა ჩაუტარდეს.
მოკლედ, ეს არის საშიშროება და ამის თავიდან აცილება მინდა. ისევ და ისევ საზოგადოებას და თქვენს მკითხველს მივმართავ, რომ მხარში დამიდგნენ. ამ ეტაპზე გვესაჭიროება თურქეთში ჩაყვანის და კვლევის თანხა. ამ ადამიანების მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის, მე მათთვის ვლოცულობ.
საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007
თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.
ანგარიში: GE57TB7080645064300028
ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000