ავტორი:

"გიორგი ქოჩორაშვილი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და გაიტანს კიდევ, პოლიტიკაში რაც არ უნდა "გამაზოს“ მაინც გვეყვარება და მაინც მაგარი კაცი იქნება" - მდინარაძე

"გიორგი ქოჩორაშვილი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და გაიტანს კიდევ, პოლიტიკაში რაც არ უნდა "გამაზოს“ მაინც გვეყვარება და მაინც მაგარი კაცი იქნება" - მდინარაძე

მე ჯერ გეტყვით შვილზე, ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო ამასთან დაკავშირებით - ქოჩორაშვილი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი პენალტი გაიტანა და ისეთებს გაიტანს კიდე ამის შემდეგ, რომ პოლიტიკაში რაც არ უნდა "გამაზოს“, მაინც გვეყვარება ყველა ქართველს და მაინც მაგარი კაცი იქნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის "ინსტაგრამის“ გვერდზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელის მამა ნამდვილად გიორგი გახარიას პარტიის წევრია, ის დაეთანხმება პარტიის გენერალური მდივნის შეფასებას, რომელმაც აღნიშნა, რომ როინ ქოჩორაშვილი "ნაცია“.

"ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და ისეთი ისტორია შექმნა, მომავალში პოლიტიკაში რაც არ უნდა "გამაზოს“, არასწორი მესიჯი გაახმოვანოს, ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, მე პირადად მაინც მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. ხომ არ გაუხმოვანებია, როგორც გავიგე, დისშვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიღეთ და აჟიტირდით მთელი "ნაცმოძრაობა“, მაგრამ მართლა მინიშნება რომ ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე პერსონალურადაც და ნაკრების ყველა ფეხბურთელისაც. ვიღაც ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაც არ იქნება, საერთოდ არ მაინტერესებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ჟურნალისტებს, მათ შორის, იმ სიბინძურეში, რასაც "შავი ფულისთვის“ ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ!

რაც შეეხება კახას [კალაძე] ნათქვამს, თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მეც ვეთანხმები, რომ მაშინ "ნაცმოძრაობაა“, კი“,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ: