ავტორი:

მამას, რომელმაც 4 კვირის შვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, პატიმრობაშია ჩვილის დედაც - დიდ ბრიტანეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

მამას, რომელმაც 4 კვირის შვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, პატიმრობაშია ჩვილის დედაც  - დიდ ბრიტანეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

მამას, რომელმაც თავისი 4 კვირის შვილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დანაშაული 2017 წლის 21 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში მოხდა.

29 წლის მაიკლ დევისმა შვილს კისერი მოტეხა. მან სასამართლოს განუცხადა, რომ პატარა ბავშვის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფინანსური შემოსავალი არ ჰქონდა.

4 კვირის ოლიე პოლიციამ საძინებელში გარდავლილი იპოვა. ბავშვს აღენიშნებოდა თავის ქალის დაზიანება, მოტეხილი ჰქონდა კისერი და ოთხი კიდურის ყველა სახსარი. სამედიცინო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი დაზიანებების გამოწვევა მხოლოდ ძლიერ ავტოავარიას შეუძლია, მათივე თქმით, ბავშვი მუდმივად იყო მშობლებისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

სამართალდამცავებმა ბავშვის დედაც დააკავეს, მას ბრალად ედება დანაშაულის ხელშეწყობა - კეილი დრაივერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადვოკატის განცხადებით, ქალს გაფანტული სკლეროზი და კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი აქვს.

"კეილი დრაივერი ძალიან ტრაგიკული ფიგურაა. ოლიეს გარდა მას კიდევ ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც, ფაქტობრივად, მარტო ზრდიდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ის ბავშვებზე ძალადობდა. ვერანაირი სასჯელი ვერ აღემატება იმ ტანჯვას, რაც მან ოლიეს სიკვდილის შემდეგ განიცადა. ამ ქალს ცხოვრებაში არაფერი დარჩა. ფიზიკურ პატიმრობას არანაირი სარგებელი არ მოაქვს", - განაცხადა ქალის ადვოკატმა.

მაიკლ დევისი დანაშაულს არ აღიარებდა. მისი თქმით, 2017 წლის 21 ოქტომბერს, შაბათს, დილით, ოლიეს ტირილის ხმამ გააღვიძა. ბავშვს აჭამა და დასაძინებლად დაბრუნდა. მოგვიანებით, როცა შვილის შესამოწმებლად მივიდა, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

"მაიკლი არაერთხელ გაუსწორდა ბავშვს ფიზიკურად, დედამ კი მის დასახმარებლად არაფერი გააკეთა. ოლიეს ხანმოკლე, ტრაგიკული ცხოვრების ბოლო დღეები სავსე იყო ტკივილითა და ტანჯვით. დანაშაულის აღიარების ნაცვლად, ორივე მშობელმა იცრუა მოვლენებთან დაკავშირებით და ნაფიც მსაჯულებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. წყარო