ავტორი:

მიუნხენში, ერთ-ერთი მუზეუმიდან თანამშრომელი მას მერე გაათავისუფლეს, რაც გაირკვა რომ თავისი ნახატი ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გვერდით ჩამოკიდა

მიუნხენში, ერთ-ერთი მუზეუმიდან თანამშრომელი მას მერე გაათავისუფლეს, რაც გაირკვა რომ თავისი ნახატი ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გვერდით ჩამოკიდა

მიუნხენის ერთ-ერთი მუზეუმის თანამშრომელი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან თავისი ნახატი სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გვერდით ჩამოკიდა. მამაკაცის ვინაობა არ გასაჯაროებულა, თუმცა, როგორც მან სამართალდამცავებთან საუბრისას განაცხადა, - ვფიქრობდი, რომ სალვადორ დალისა და ანრი მატისის ნახატების გვერდით ჩემი ნამუშევრის გამოფენა აღიარებას მომიტანდაო...

გერმანული გაზეთის Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, 51 წლის მამაკაცმა თავისი ნახატი მუზეუმში კონტრაბანდულად შეიტანა და კედელზე დაამაგრა. ნამუშევრის ფოტო ინტერნეტში არ გავრცელებულა. მუზეუმმა მხოლოდ მისი ზომები გაამჟღავნა: 24 x 47 ინჩი (60 x 120 სანტიმეტრი).

მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ მუზეუმის ხელმძღვანელობამ ინციდენტი სერიოზულ დანაშაულად მიიჩნია.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა ქალაქ ბონშიც, სადაც სტუდენტმა საკუთარი ნამუშევარი ჩუმად შეიტანა მუზეუმში და ორმხრივი წებოვანი ლენტით მიამაგრა კედელზე.