ავტორი:

გარდაიცვალა ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის ყველაზე სკანდალური ვარსკვლავი: OJ Simpson - ის ცხოვრება, უმძიმესი ბრალდება და საუკუნის სასამართლო პროცესი

გარდაიცვალა ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის ყველაზე სკანდალური ვარსკვლავი: OJ Simpson - ის ცხოვრება, უმძიმესი ბრალდება და საუკუნის სასამართლო პროცესი

ყველა დროის ყველაზე სკანდალური ამერიკელი ფეხბურთელი, ორენტალ ჯეიმს სიმპსონი, ცნობილი როგორც “OJ Simpson”, აშშ-ში, 10 აპრილს, 76 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

სიმპსონმა ითამაშა დეტექტივი ნორდბერგის როლი ფილმში "შიშველი იარაღი“, თუმცა ის გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში ცნობილი გახდა მძიმე დანაშაულით - ფეხბურთელს მეუღლის ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონის და მისი მეგობრის რონალდ გოლდმანის განზრახ ორმაგ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. პოლიციის მიერ სიმპსონის დევნას კი ლამის მთელი ამერიკა პირდაპირ ეთერში უყურებდა.

პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა უზარმაზარი მტკიცებულებათა სია, მაგრამ საბოლოო ჯამში ნაფიცმა მსაჯულებმა ის უდანაშაულოდ ცნეს.

პროცესმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, დაცვისა და ბრალდების ყოველი ნაბიჯი მედიაში გაშუქდა, ამ საქმეს მიეძღვნა სატელევიზიო სერიალის “American Crime Story”-ის პირველი სეზონი.

მოგვიანებით, გარდაცვლილი გოლდმანის ოჯახმა მოახერხა ყოფილი ფეხბურთელის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის მოგება რის შემდეგაც სასამართლომ სიმფსონი გოლდმანის სიკვდილზე პასუხისმგებლად ცნო და ბრალდებულის 33,5 მილიონი დოლარი დააკისრა.

  • მკვლელობა

1994 წლის 12 ივნისს, გვიან ღამით, ორი ადამიანი მოკლეს. ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენის, მსახიობისა და მილიონერის, ო ჯეი სიმპსონის ყოფილი მეუღლე ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონი იყო, მეორე მისი მეგობარი რონალდ გოლდმანი.

დანაშაული ნიკოლ სიმპსონის რეზიდენციაში მოხდა. მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. ორი ადამიანი დანით გამოასალმეს სიცოცხლეს. ყელის გასწვრივ საშინელი ჭრილობით, ნიკოლის თავი თითქმის დაშორებული იყო სხეულს. მას სხვა ადგილებზეც ჰქონდა ჭრილობები. გოლდმანს ყელის, მკერდისა და მუცლის არეში აღენიშნებოდა რამდენიმე სასიკვდილო იარა. მას სახეც დასერილი ჰქონდა.

ცხედრები შუაღამის შემდეგ მეზობელმა აღმოაჩინა, რომელიც თავის ძაღლთან ერთად ქუჩაში სასეირნოდ გავიდა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო და სასამართლოზე დაცვისა და ბრალდების მხარისთვის სწორედ ეს გამოძიება გახდა მთავარი განხილვის საგანი. თავიდანვე საქმეს ისეთი მსვლელობა არ მისცემია, როგორც ეს ამერიკაში, ჩვეულებრივ სხვა მკვლელობების დროს ხდება. ამის მიზეზი იყო ის, თუ ვინ გახლდათ ერთ დროს ნიკოლ სიმპსონის ქმარი. საბოლოოს მთელ პროცესს, რომელიც საუკუნის სასამართლო პროცესად შეფასდა, გასდევდა მთავარი კითხვა, რამდენად სწორად წარიმართა გამოძიება და მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე იმოქმედა თუ არა იმან, რომ სომპოსონი სუპერვარსკვლავი იყო?

პოლიციამ ამ მკვლელობებში სიმპსონი დაადანაშაულა. იმის ნაცვლად, რომ პოლიციას ჩაბარდებოდა, სიმპსონი თავის ძველ მეგობართან ერთად დედამისის სახლში გაიქცა.

ორენტელ ჯეიმს სიმპსონი - ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გახლდათ. ზოგადად ამერიკელებს ძალიან უყვართ უცხოელებისთვის მისი და მისთანების ისტორიის მოყოლა. ამით ისინი მიგვანიშნებენ, რომ ამერიკაში ნებისმიერს შეუძლია თავისი ნიჭის წყალობით მწვერვალს მიაღწიოს. სან ფრანცისკოს ღარიბ კვარტალში გაზრდილმა ო ჯეიმ, რომელსაც ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თავად შექმნა საკუთარი ამერიკული წარმატება. ის სუპერვარსკვლავი გახდა.

სიმპათიური, ყოველთვის კეთილგანწყობილი, მოღიმარი, რომელიც მუდმივად მზად იყო ავტოგრაფის ან ინტერვიუს მისაცემად. არასოდეს ყოფილა ქედმაღალი და ცხვირაწეული, როგორც ეს დღევანდელი ვარსკვლავების შემთხვევაში ხდება. მას შემდეგ, რაც მისი სპორტული კარიერა დასრულდა, სხვა სუპერვარსკვლავებისგან განსხვავებით, დეპრესია არ ჰქონია.

პირიქით, ავტომობილების გამქირავებელი კომპანიის წარმომადგენლის როლში, ის უფრო პოპულარული გახდა. გარდა ამისა, სხვა რეკლამებითაც იყო დაკავებული. შემდეგ ტელევიზიაში კომენტატორი გახდა. დაიწყო მსახიობის კარიერა და ამ ფრონტზე განსაკუთრებით პოპულარული "შიშველი პისტოლეტის" ტიპის ფილმებში გახდა. ის მუდმივად ინარჩუნებდა სუპერდადებითი, სუპერჭკვიანი და სუპერმილიონერის იმიჯს.

მაგრამ ამ იმიჯში ბოლომდე ყველაფერი ვერ ჯდებოდა. მართალია, ის ყოველთვის დიდი მზრუნველობით ეპყრობოდა დედამისს და არასოდეს ტოვებდა განსაცდელში თავის მეგობრებს, მაგრამ ო ჯეის "ანგარიშზე" იყო აგრეთვე არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება პირველ ცოლთან, რომელსაც ო ჯეი მაშინ გაეყარა, როცა უბედურება შეემთხვა მათ პატარა ქალიშვილს - ეს უკანასკნელი მათი სახლის აუზში დაიხრჩო.

სიმპსონმა ნიკოლთან ურთიერთობა 1977 წელს, ჯერ კიდევ ცოლიანმა დაიწყო. 1985 წელს იქორწინეს, 1992-ში დაშორდნენ ერთმანეთს. როგორც ამბობდნენ, მათი ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო. სიმპსონის მკვლელობაში დადანაშაულების შემდეგ ცნობილი გახდა ნიკოლ სიმპსონის მიერ 1989 წელს პოლიციის გამოძახების ფაქტი. მან დარეკა და დახმარება ითხოვა, ვინაიდან ო ჯეი ცოლს მოკვლით დაემუქრა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ქალი ნაცემი დახვდათ. მოგვიანებით, ცოლმა მოხსნა ბრალდება და სასამართლომ ფეხბურთელს პასუხი ვერ აგებინა. და ეს არ იყო ერთეული შემთხვევა.

ლოს ანჯელესის პოლიციას უკვე ჰქონდა სიმპსონის აგრესიული ქცევის მაგალითები. ამან პოლიციას მაშინვე მისცა სიმპსონზე ეჭვის აღების საფუძველი, თუმცა საზოგადოებას თავიდან არაფერი შეატყობინეს: ო ჯეი ხომ ვარსკვლავი იყო. მაგრამ ბუნებრივია, მკვლელობამ პრესის ყურადღება მიიპყრო და ინფორმაციის გაჟონვა თავიდან ვერ აიცილეს. უკვე ისმოდა გაკვირვებული კითხვები: როდის აიყვანენ სიმპსონს? ბევრს გმირის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა. საბოლოოდ, ის უმძიმესი დანაშაულისთვის სასჯელს გადაურჩა.

  • 2008 წელს სიმპსონი გაასამართლეს შეიარაღებულ ძარცვასა და გატაცებაში, რის გამოც მას მიესაჯა 33 წელი პატიმრობა, მაგრამ 2017 წელს ის შეიწყალეს და გაათავისუფლეს.

მასალაში გამოყენებულია გაზეთ "ლელოს" სტატიები

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა