ავტორი:

"როცა აქედან წავალ, ბევრი რამ მომენატრება" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ: საუბარი ნეაპოლზე, ოჯახზე, მარადონასა და კარიერის დასაწყისზე

"როცა აქედან წავალ, ბევრი რამ მომენატრება" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ: საუბარი ნეაპოლზე, ოჯახზე, მარადონასა და კარიერის დასაწყისზე

სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი კარიერის საწყისი ეტაპისა და ნეაპოლური ცხოვრების შესახებ საუბრობს.

"ფეხბურთის თამაში ქუჩაში ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე, ვარჯიშების შემდეგ სტადიონზე მათთან ერთადაც ვთამაშობდი. ფეხბურთში ჩემი პირველი ნაბიჯები ქუჩიდან დაიწყო, სწორედ ასე გავიზარდე. ის, თუ როგორი სათამაშო სტილი მაქვს, სწორედ ამის დამსახურებაა. ქუჩამ ინსპირაცია მომცა, რასაც მოედანზე დღემდე ვიყენებ.

რვა წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთის თამაში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე. კარგ აკადემიაში ვვარჯიშობდი, სამი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოს" აკადემიაში გადავედი, იქ 5 წელიწადი გავატარე, მათ კარგი აკადემია აქვთ და შესანიშნავ ფეხბურთელებს ზრდიან, ეს გუნდი ძალიან დამეხმარა.

სერია A-ს თამაშებს ბავშვობიდან ვუყურებდი, იტალიელი მცველები ძალიან ძლიერები იყვნენ. როდესაც საქართველოში სიტყვა "იტალიას" ამბობ, პირველ რიგში, კარგ მცველებზე ფიქრობ.

მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. მასთან შედარება? ეს ცოტათი სიგიჟეა, თუმცა ჩემთვის უდიდესი პატივია და ამის გამო მადლიერი ვარ. ვიდრე "ნაპოლიში" გადავიდოდი, მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მარადონა მსოფლიოში საუკეთესო იყო, არგენტინელი მამას კერპი გახლდათ.

რა თქმა უნდა, როცა ჩემი ოჯახი ნეაპოლში ჩამოდის, თუ იმ დღეს მატჩი არ მაქვს, ვცდილობ, რომ მათთან ერთად გავიდე და პიცა მივირთვათ, რადგან იტალიური სამზარეულო ძალიან მოსწონთ. გააგრძელეთ კითხვა