ავტორი:

"ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო" - Meta პასუხობს ბრალდებებს, რაც მას შემდეგ გამოითქვა, რაც "ფეისბუქზე" მმართველი გუნდის საინფორმაციო ბანერები წაიშალა

"ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო" - Meta პასუხობს ბრალდებებს, რაც მას შემდეგ გამოითქვა, რაც "ფეისბუქზე" მმართველი გუნდის საინფორმაციო ბანერები წაიშალა

Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. ინფორმაციას ამ თემაზე "ფაქტ-მეტრი" ავრცელებს.

“საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო”, - ვკითხულობთ Meta-ს სპიკერის განცხადებაში.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც "ფეისბუქზე" გავრცელებული "ქართული ოცნების" საინფორმაციო ბანერები მოინიშნა, როგორც ცრუ ინფორმაციის შემცველი, “ფაქტ-მეტრი” არაერთი ბრალდების და თავდასხმის ადრესატი გახდა.

2020 წლის სექტემბრიდან, "ფაქტ-მეტრი“ და “მითების დეტექტორი” Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორები არიან.