ავტორი:

ქობულეთში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ქობულეთში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ხანძრის დროს მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.