ავტორი:

KIABI აგრძელებს გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით - ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში

KIABI აგრძელებს გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით - ბრენდის პირველი მაღაზია საქართველოში

KIABI საქართველოშია, წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდის პირველი მაღაზია East Point-ში ვიზიტორებს 20 აპრილიდან ელის.

მაღაზია განთავსებულია 1160მ²-ზე და წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, აქსესუარების, შიდა თეთრეულისა და ფეხსაცმლის უახლესი კოლექციით.

1978 წლიდან KIABI რევოლუციას ახდენს ტანსაცმლის ინდუსტრიაში - პირველი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვით. 2005 წლიდან ბრენდი წარმოდგენილია საერთაშორისო მასშტაბით, ამჟამად უკვე 26 ქვეყანაში 606 ფიზიკური და ონლაინ მაღაზიით. დღესდღეობით KIABI ფრანგული მოდის ფავორიტი ბრენდია 23 მილიონი მომხმარებელისთვის.

KIABI ხდის მოდას ყველასათვის ხელმისაწვდომს - ფასით, ზომებითა და კოლექციების მრავალფეროვნებით. ასევე, ინარჩუნებს ძირითად ღირებულებას: ფრანგული მოდა ხელმისაწვდომ ფასად.

„KIABI არის წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდი და ის უნიკალური კონცეფციით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მთავარი ღირებულება ხელმისაწვდომი ფასი, თანამედროვე სტილი და ეკო-მეგობრული პროდუქცია, ონლაინ შოპინგის დიდ გამოცდილებასთან ერთად, ნამდვილად უნიკალურს გვხდის. ჩვენ ვიზრდებით და ვითარდებით, იმისთვის, რომ ვიყოთ ყოველთვის იქ, სადაც ოჯახებია. ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ ყველა ტიპის პარტნიორობა და არხი, რათა ხელმისაწვდომი გავხდეთ რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის. KIABI არის მოდის ინდუსტრიის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს „გაუადვილოს ცხოვრება ოჯახებს“ თითოეულ ქალაქში ადაპტირებით, მათთვის ეკო-მეგობრული კოლექციებისა და სერვისების მიწოდებით.” ფრანსუა ჰაიმესი, KIABI საერთაშორისო ლიდერი.

20 აპრილიდან, ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება აღმოაჩინოს და შეიძინოს თანამედროვე კოლექცია მთელი ოჯახისთვის, სხეულის ყველა ფორმისთვის და სტილისთვის, ხელმისაწვდომ ფასად.

ბრენდი მათ აუცილებლად შესთავაზებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამას და ონლაინ შოპინგს, ელ.კომერციის პლატფორმა მომხმარებლებისთვის წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი

კიაბის საქართველოში ოპერირებას უწევს კომპანია GTEX, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 7 საერთაშორისო მოდისა და ავეჯის ინდუსტრიის ბრენდს და მართავს 30-ზე მეტ მაღაზიას 2007 წლიდან

KIABI-ს შესახებ :

დაარსდა 1978 წელს საფრანგეთის ჩრდილოეთში, KIABI რევოლუციას ახდენს ტანსაცმლის ინდუსტრიაში - პირველი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვით. წარმოდგენილია 26 ქვეყანაში 606 ფილიალით, ბრენდს აქვს 2,2 მილიარდი ევროს გაყიდვები (2023), რაც 1%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. შექმნის დღიდან KIABI ზრუნავს, რომ გაუმარტივოს ოჯახებს ცხოვრება და შესთავაზოს მათ ხელმისაწვდომი ფასი და მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც შექმნილია საფრანგეთში 56 დიზაინერთა გუნდის მიერ. დღესდღეობით, KIABI-ს ჰყავს 83 ეროვნების თითქმის 10,000 თანამშრომელი.

R