ავტორი:

HELP! - პალმის ფოთლებით დაწერილმა წარწერამ უკაცრიელ კუნძულზე დაკარგულები გადაარჩინა: როგორ იპოვეს გაუჩინარებული მამაკაცები

HELP! - პალმის ფოთლებით დაწერილმა წარწერამ უკაცრიელ კუნძულზე დაკარგულები გადაარჩინა: როგორ იპოვეს გაუჩინარებული მამაკაცები

წყნარ ოკეანეში, კუნძულ პიკელოტზე მაშველებმა სამი ადამიანი იპოვეს. დაკარგულებმა ქვიშაში პალმის ფოთლებით "HELP" დაწერეს, რის შემდეგაც სამაშველო ვერტმფრენს მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენა გაუადვილდა.

მამაკაცების ვინაობა არ გასაჯაროებულა. როგორც ცნობილია, ისინი გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ. ოჯახის შეშფოთებულმა წევრებმა დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, ძებნის პროცესში აშშ-ის სანაპირო დაცვა და საზღვაო ფლოტი ჩაერთო. თავდაპირველი საძიებო ტერიტორია 78 000 კვადრატულ მილზე მეტს მოიცავდა.

ერთი დღის შემდეგ, აშშ-ს საზღვაო ძალების P-8 Poseidon-ის თვითმფრინავმა ერთ-ერთ კუნძულზე ფოთლებით დაწერილი ნიშანი "HELP" ("დაგვეხმარეთ")შენიშნა.

”მათი ამგვარი მოქმედება ძებნის პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა,” - თქვა აშშ-ს სანაპირო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკმა ჩელსი გარსიამ და აღნიშნა, რომ დაკარგულებს საკვებსა და წყალზე წვდომა ჰქონდათ.

კუნძული პიკელოტი გუამიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ტერიტორია დაუსახლებელია და უმეტესად პალმებითაა დაფარული.