ავტორი:

დახვედრის ოფიციალური ცერემონია და შეხვედრა ოლაფ შოლცთან - ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის ამსახველი ფოტოები

დახვედრის ოფიციალური ცერემონია და შეხვედრა ოლაფ შოლცთან - ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის ამსახველი ფოტოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.