ავტორი:

"ახალი პრემიერი დასწრებაზეა, გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოოთ ფეხბურთელები, უნდა, მე დამასწროს" - პრეზიდენტი

"ახალი პრემიერი დასწრებაზეა, გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოოთ ფეხბურთელები, უნდა, მე დამასწროს" - პრეზიდენტი

მიდის ახალი პრემიერის [ირაკლი კობახიძის] უაზრო ჭიდილი, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოოთ ფეხბურთელები. რეალურად, უნდა რომ მე დამასწროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის დღეს ყველაფერს ამბობს, რასაც დიდი ხანი არ ამბობდა, რადგან მიიჩნევდა, „რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს.“

„მიდის ახალი პრემიერის [ირაკლი კობახიძის] უაზრო ჭიდილი, რომელიც დასწრებაზეა, რომ გამომიგზავნოს ინიციატივა, დავაჯილდოვეთ ფეხბურთელები, რომ მე დამასწროს. რეალურად, ეს არის ის ერთი რეალური ბერკეტი, რაც პრეზიდენტთან რჩება, მაგრამ იქაც უნდა, ვითომ ბავშვური [...].

დღეს ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ დიდი ხანი არ ვამბობდი. რადგან ვთვლიდი, რომ არ ვარგა, როცა ასეთი ქიშპობა არსებობს. ნორმალურ ქვეყანასა და სახელმწიფოში თუნდაც ჩემგან ამაზე საუბარი სწორი არ არის. მაგრამ არ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში და ვარ იმ პერიოდში, როდესაც სიმართლეა სათქმელი. რჩება 6 თვე 26 ოქტომბრამდე, ყველას მობილიზაცია უნდა იყოს. არაფერი აღრევა და ერთმანეთში ათქვეფა არ არის საჭირო, ყველაფერი უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.