ავტორი:

"არის მსხვერპლი... 184 ადამიანი კაბინებშია ჩარჩენილი" - თურქეთში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა: ფოტოები ადგილიდან

"არის მსხვერპლი... 184 ადამიანი კაბინებშია ჩარჩენილი" - თურქეთში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა: ფოტოები ადგილიდან

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში საბაგიროს კაბინა ბოძს შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა, 184 კი კაბინებშია ჩარჩენილი.

დაშავებულთა შორის 2 ბავშვია - შემთხვევა პარასკევს ღამით მოხდა. დაშავებულები, სამაშველო ვერტმფრენის დახმარებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.

"ჩვენი სპეციალიზებული გუნდი ამ დრომდე მუშაობს. ღმერთმა ქნას, მოკლე დროში გადავარჩინოთ ყველა“, - განაცხადა ანტალიის მერმა მუჰიტინ ბოჩეკმა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაის თქმით, საბაგირო სისტემის ერთ-ერთი კაბინა კლდოვან ზონაში ჩავარდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების პერსონალი და პროფესიონალი მთამსვლელების ჯგუფი გაიგზავნა.

საბაგიროს დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: the guardian