ავტორი:

გარდაიცვალნენ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული სიამის ტყუპი და-ძმა - როგორ ცხოვრობდნენ ლორი და ჯორჯი: "ბევრს მოგზაურობდნენ, განსხვავებული ინტერესები და კარიერა ჰქონდათ"

გარდაიცვალნენ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული სიამის ტყუპი და-ძმა - როგორ ცხოვრობდნენ ლორი და ჯორჯი: "ბევრს მოგზაურობდნენ, განსხვავებული ინტერესები და კარიერა ჰქონდათ"

და-ძმა ლორი და ჯორჯ შაპელები, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ტყუპები, 62 წლის ასაკში გარდაიცვალნენ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სქესის სიამის ტყუპის დაბადება უიშვიათესი შემთხვევაა.

შაპელები 1961 წლის 18 სექტემბერს პენსილვანიაში დაიბადნენ. მათი თავის ქალა ნაწილობრივ შერწყმული იყო, ტყუპები ასევე იზიარებდნენ სისხლძარღვებსა და ტვინის 30%-ს. მათი მდგომარეობის მიუხედავად, განსხვავებული ინტერესები და კარიერა ჰქონდათ: 24 წლის ასაკიდან მარტო ცხოვრობდნენ და ბევრს მოგზაურობდნენ.

ლორი სიარულს დამოუკიდებლად ახერხებდა, ჯორჯი კი, რომელსაც სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუსვეს, შშმ პირის ეტლით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, მუსიკოსი იყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა კონცერტებს.

ტყუპები უამრავ დოკუმენტურ ფილმში გამოჩნდნენ. ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ სამედიცინო დრამაში "Nip/Tuck". დაბადებისას მათი განცალკევების ოპერაცია გამორიცხული იყო, რადგან არაერთ ორგანოს იზიარებდნენ. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ 30 წელზე დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. შეშინებულმა მშობლებმა ბავშვები ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დატოვეს, სადაც ცხოვრების პირველი 24 წელი გაატარეს.