ავტორი:

"მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს თავი პრემიერად" - გახარია

"მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს თავი პრემიერად" - გახარია

მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.

გახარიას თქმით, ეს სამარცხვინო მდგომარეობა უნდა დასრულდეს.

“მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!,- წერს გახარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას "კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ".