ავტორი:

პატარა გმირი - 6 წლის ინგლისელმა გოგონამ ოჯახი ცეცხლმოკიდებულ სახლში სიკვდილისგან იხსნა

პატარა გმირი - 6 წლის ინგლისელმა გოგონამ ოჯახი ცეცხლმოკიდებულ სახლში სიკვდილისგან იხსნა

6 წლის ინგლისელმა გოგონამ ოჯახი ხანძრისგან გადაარჩინა. ოლივია პეტერსონი ეზოში თამაშობდა, როცა სახლის სახურავზე კვამლი შენიშნა. Yorkshire Live-ის თანახმად, შენობაში იმ დროს ოლივიას დედა, ლორა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, 2 წლის ჯოელ-ჯეიმსი და 1 წლის ტიფანი იმყოფებოდნენ, რომლებსაც ეძინათ.

ოლივია მაშინვე ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა და ოჯახის წევრების გადარჩენა მოახერხა:

"მისით ძალიან ვამაყობთ, საოცარი ბავშვია. წარმოუდგენელია, რომ 6 წლის ბავშვმა გაბედა და ცეცხლმოკიდებულ შენობაში შევარდა. ყვიროდა და დედის გაღვიძებას ცდილობდა. მხოლოდ რამდენიმე ნივთის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენი ყველაფერი დაიწვა. ადგილობრივებმა ტანსაცმელი გვაჩუქეს", - განაცხადა ოლივიას ბებიამ, სედი გელდერმა The Times-თან საუბრისას.

ხანძრის შედეგად ოჯახმა თითქმის მთელი ქონება დაკარგა. ამჟამად ბინაში ქირით უწევთ ცხოვრება. უწყების ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ოლივიას ADHD-ის დიაგნოზი დაუსვეს - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ADHD-ს სიმპტომები, ძირითადად, ადრეული ბავშვობიდან ვლინდება. ეს სიმპტომები მოიცავს:

1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);

2. იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე)

3. ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ჭარბი მოძრაობები). მას ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.

იხილეთ ასევე: