ავტორი:

ნიუ იორკში აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პირველი კადრები

ნიუ იორკში აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - პირველი კადრები

ნიუ-იორკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც თავად ტრამპიც ესწრება.

დარბაზში შესვლის წინ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სასამართლო "არის თავდასხმა ამერიკაზე". ტრამპის ადვოკატები ტოდ ბლანში და ემილ ბოვსი არიან.

დონალდ ტრამპს ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებისთვის ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალი 34 პუნქტით წაუყენა. საქმე 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელის გასაჩუმებლად 130 000 დოლარის გადახდას ეხება. 2018 წელს სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე მაიკლ კოენს 3 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაქსიმალური სასჯელი თითოეული პუნქტისთვის ოთხი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი დანაშაულს არ აღიარებს.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ექვსიდან რვა კვირამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესი აშშ-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან დონალდ ტრამპი ქვეყნის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.