ავტორი:

როგორ გამოიყურება პლანეტის ყველაზე გრძელი აუზი, სადაც ბანაობა 10 000 დოლარამდე დაგიჯდებათ - ის ორ ცათამბჯენს შორის არის გადაჭიმული

როგორ გამოიყურება პლანეტის ყველაზე გრძელი აუზი, სადაც ბანაობა 10 000 დოლარამდე დაგიჯდებათ - ის ორ ცათამბჯენს შორის არის გადაჭიმული

დუბაი მსოფლიოს ყველაზე გრძელი საცურაო აუზის სახლი გახდა, რომელიც ორ ცათამბჯენს შორის, ასობით მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული.

თუმცა წინასწარ ნუ იზეიმებთ, ამ გასოცარ 120 მეტრის სიგრძის ლუქს აუზში ბანაობა, შესაძლოა, 10 000 დოლარამდე დაგიჯდეთ.

ამ მრავალმილიონიან პროექტს ასე აღწერენ: The Link-ის სახელით ცნობილი შენობის ორ კოშკს შორის მოქცეული "უსასრულო" აუზის ზონაში მდიდრული კაბანები განთავსდება, რომლებსაც დუბაის ჰორიზონტზე ულამაზესი ხედები ექნება. ტურისტებსა და დუბაის მაცხოვრებლებს აუზზე დღიური აბონემენტის საშუალებით ექნებათ წვდომა, რომლის საფასურიც ერთი ადამიანისთვის 272$-ს შეადგენს. რაც შეეხება VIPკაბანებზე წვდომა კი 10 000 დოლარის ფარგლებში ჯდება.

VIP კაბანებს საკუთარი მუსიკალური სისტემა, კონდიციონერი, სველი წერტილები, სასადილოები და კერძო ბაღი ექნებათ. მშენებლები სტუმრებს ასევე ჰპირდებიან, რომ შენობის თავზე განთავსებულ რესტორანსა და აუზის კლუბში გართობაც შეეძლებათ.

ორ ცათამბჯენს შორის არსებული ტერიტორია ექვსზოლიანი მაგისტრალით ორად არის გაყოფილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ შენობების მიწის დონეზე მშენებლობა შეუძლებელი იყო. ამ ცათამჯენების ხელახლა შეერთების საჭიროების გამო, მათ არქიტექტორს შენობების აუზით დაკავშირების იდეა მოუვიდა.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა