ავტორი:

"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ... იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ..." - ლუკა ნაჭყებია საზოგადოებას მიმართავს

"ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ... იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ..." - ლუკა ნაჭყებია საზოგადოებას მიმართავს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოხმაურებები არ წყდება. სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები მთავრობას მოუწოდებენ, რომ მის მიღებაზე უარი თქვან.

კანონის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ქვეყნის ევროპული კურსის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში შეფ ლუკა ნაჭყებია ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შესაძლოა, ხმის ამოღების შემდეგ რამე დაკარგოს...

ლუკა ნაჭყებია:

- ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ... იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური ან მეორით, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემ ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ...

მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი...სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ...

ნახეთ ასევე:

"ალა ლუსულ კანონს” გადაგექცევათ: "ალა ქართულ ოცნებას!” - რას წერს თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ნინო ხარატიშვილი