ავტორი:

"საქართველოში გონიერი ძალები ჯერ ვერ ახერხებენ რომ აჯობონ რადიკალებს, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს განვითარებას" - თინა კანდელაკი

"საქართველოში გონიერი ძალები ჯერ ვერ ახერხებენ რომ აჯობონ რადიკალებს, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს განვითარებას" - თინა კანდელაკი

ქართული წარმომავლობის რუსეთში მომუშავე ტელეწამყვანი და კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს "ტელეგრამის" არხზე ეხმაურება და წერს, რომ რადიკალები ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. ჟურნალისტი ორი დღის წინ, საქართველოში, პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს.

თინა კანდელაკი:

"საქართველოს პარლამენტში დეპუტატები იბრძოდნენ, იბრძვიან და იბრძოლებენ. კარგად მახსოვს, როგორ სცემდნენ ერთმანეთს 1999, 2005, 2015 წლებში და ახლაც აგრძელებენ.

ჯერჯერობით ყველა ამ ბრძოლას მხოლოდ ერთისკენ მივყავართ: საქართველოს მოსახლეობა 30 წლის განმავლობაში ხუთიდან სამ მილიონამდე შემცირდა, ხოლო სახელმწიფო ვალი ბოლო 10 წლის განმავლობაში გაორმაგდა - ოთხიდან რვა მილიარდ დოლარამდე.

ეს მხოლოდ დასაწყისია. სამწუხაროდ, მეგობრებო, საქართველოში გონიერი ძალები ჯერ ვერ ახერხებენ რომ აჯობონ რადიკალებს, რომლებიც ხელს უშლიან ყველა ქართველის და პირველ რიგში, საქართველოს განვითარებას".