აღმოაჩინეთ ახალი ჟანრები, აქციეთ კითხვა დღის მთავარ რუტინად - რჩევები „პალიტრა L-ისგან“

აღმოაჩინეთ ახალი ჟანრები, აქციეთ კითხვა დღის მთავარ რუტინად - რჩევები „პალიტრა L-ისგან“

დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ან შვებულების პერიოდში არაფერი სჯობს კარგი რომანით ან დეტექტივით თავის შექცევას. მხატვრული ლიტერატურა მართლაც განტვირთვის, დასვენებისა და სასიამოვნო განწყობის შექმნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ციფრულ ეპოქაში საღამოობით დიდ დროს ვატარებთ ეკრანთან და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, საინტერესო და სახალისო შინაარსის მასალებს ვუყურებდეთ, გონება დასვენებას ვერ ასწრებს.

შეგვიძლია, დრო ახალი ჟანრების აღმოჩენასა და ლიტერატურულ სამყაროში კიდევ უფრო აქტიურად მოგზაურობას დავუთმოთ, რაც ერთი მხრივ განტვირთვაში და მეორე მხრივ, ახალი ცოდნის მიღებაში დაგვეხმარება. თუ მაგალითად, აქამდე რომანებსა და დეტექტივებს ვანიჭებდით უპირატესობას, შეგვიძლია, ტრილერი ვცადოთ, თუ ისტორია და ისტორიულ მოტივებზე შექმნილი წიგნები გვიზიდავს, შეიძლება, სამეცნიერო ფანტასტიკამ დაგვაინტერესოს. ბიზნესლიტერატურა კი საინტერესო მაგალითებისა და მოვლენების ანალიზში, ახალი უნარების შეძენასა და პროფესიული განათლების მიღებაში დაგვეხმარება. ლურჯი ოკეანის მიერ გამოცემული წიგნებს შორის ჩვენი პროფესიისა და ინტერესების შესაბამის ბიზნესლიტერატურას მარტივად აღმოვაჩენთ.

გთავაზობთ რამდენიმე წიგნს ჟანრების მიხედვით, რომელიც ახალი აღმოჩენების გაკეთებაში დაგეხმარებათ:

ფენტეზი

„ჯოკერი“ DC-ის ცნობილი სუპერ ანტაგონისტის მითოლოგიითაა გაჟღენთილი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან სრულიად განსხვავდება. ესაა ემოციებით სავსე პერსონაჟის კვლევა და სიგიჟის ხვეულებში ამაღელვებელი ძიება კინემატოგრაფიული გზებით. გაეცანით სცენარისტების, ტოდ ფილიპსის და სკოტ სილვერის, დაუვიწყარ ნამუშევარს - თქვენ წინაშეა „ოსკარზე" არაერთგზის ნომინირე-ბული და "საუკეთესო სცენარის" კატეგორიაში გამარჯვებული კინოსცენარის ექსკლუზიური გამოცემა.

ტრილერი

ჩრდილო დევონში, სადაც ორი მდინარე ერთმანეთს ერთვის და ზღვაში ჩაედინება, დეტექტივი მეთიუ ვენი მამის დაკრძალვას შორიდან ადევნებს თვალს. იმ დღეს, როდესაც თავის მკაცრ ევანგელისტურ თემზე უარი თქვა, მან თავისი ოჯახიც დაკარგა ახლაც პირი იბრუნა და წავიდა, რათა სასტიკი მკვლელობა გამოიძიოს, დაუბრუნდეს თავისი წარსულის ადგილებს, ხალხს, რომელსაც მის არყოფნაში გულში ბევრი მომაკვდინებელი საიდუმლო ჩაუმარხავს. დეტექტივი მეთიუ ვენი კვლავ შეეჩეხა იმ სამყაროს, რომელიც უკან მოიტოვა, და რომელსაც საბოლოოდ უნდა დაუბრუნდეს.

თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება, უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.

სამეცნიერო ფანტასტიკა

„ნუმენორის დაცემა“ ერთ წიგნად აერთიანებს ჯ. რ. რ. ტოლკინის ”მეორე ეპოქის“ ტექსტებს, რომლებიც მწერლის ვაჟის, პროფესორ კრისტოფერ ტოლკინის რედაქტირებულია. ეს ტექსტები ”სილმარილიონში“, ”დაუსრულებელ მოთხრობებში“, ”შუახმელეთის მატიანის“ 12-ტომეულსა და სხვა ნაშრომებში შედის.

ბიზნესლიტერატურა

"როგორ მოვიპოვოთ გამარჯვება თამაშში, რომელსაც დასასრული არ აქვს? სასრულ თამაშებს გაცხადებული მოთამაშეები ჰყავს, გაწერილი წესები და განსაზღვრული დასასრული აქვს. ადვილია გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლენა, როგორც, მაგალითად, ფეხბურთსა და ჭადრაკში. უსასრულო თამაშებში, როგორიცაა ბიზნესი, პოლიტიკა ან ცხოვრება, გამუდმებით იცვლებიან მოთამაშეები, იცვლება წესები და არ არსებობს კონკრეტული დასასრული. უსასრულო თამაშებს გამარჯვებულები და დამარცხებულები არ ჰყავს. მაგალითად, არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „ბიზნესის მოგება" ან „ცხოვრებაში გამარჯვება"- არსებობს მხოლოდ წინ ან უკან ყოფნა. ლიდერები, რომლებიც მართავენ უსასრულო აზროვნებით, უფრო ძლიერ, ინოვაციურ და ყველასთვის შთამაგონებელ ორგანიზაციებს ქმნიან. ასეთი ორგანიზაციები გამოირჩევიან საჭირო მედეგობით მარად ცვალებად გარემოში წარმატების მისაღწევად. წიგნში „პირველად იყო რატომ" საიმონ სინეკმა გვაჩვენა მკაფიო მიზნის მნიშვნელობა ნებისმიერი საქმის წამოწყებისას. „უსასრულო თამაშში" კი ავტორი წარმოგვიდგენს მოდელს იმ თამაშის არსში უკეთ გასარკვევად, რომელშიც ყველანი მოთამაშეები ვართ, რადგან ეს უსასრულო თამაშია."

სპენსერ ჯონსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მოაზროვნე და პოპულარული ავტორია. მის ათ მსოფლიო ბესტსელერს შორისაა „რა იქნა ჩემი ყველი?"" - ყველაზე პოპულარული წიგნი ცვლილებებზე. „რა იქნა ჩემი ყველი?"" არის მარტივი იგავი, რომელიც თვალს აგვიხელს ღრმა ჭეშმარიტებაზე. ეს არის თავშესაქცევი და ჭკუის სასწავლებელი ამბავი ოთხ პერსონაჟზე, რომლებიც „ლაბირინთში"" ცხოვრობენ და „ყველს"" ეძებენ, რადგან ის საკვებითა და ბედნიერებით უზრუნველყოფს. უსწრაფესად წაიკითხავთ, მარტივი აღსაქმელია და საოცრად იმოქმედებს თქვენზე!“.

„პალიტრა L-ი“ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას პერიოდულად შემოგთავაზებთ ხოლმე.

R