ავტორი:

"მეც გარკვეული წილი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდობა გაზრდილიყო არა კორუფციის და რუსეთის პირობებში და ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონოდათ რუსეთზე" - მიხეილ სააკაშვილი

"მეც გარკვეული წილი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდობა გაზრდილიყო არა კორუფციის და რუსეთის პირობებში და ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონოდათ რუსეთზე" - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს ვიხილავთ შორეული 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დაშლის საკითხს - პროკურორებო და მოსამართლეებო, მინდა გკითხოთ, გუშინ საღამოს თუ უყურეთ ტელევიზორს? თუ ნახეთ აბსოლუტურად მშვიდობით, კანონის ფარგლებში მოქმედ საქართველოს პატრიოტულ ახალგაზრდობას და ყველა ასაკის ადამიანს, როგორ არბევდა ღიმილიანი "რობოკოპების“ ბანდა თავისი "ხარებას“ მეთაურობით?, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

  • სააკაშვილის თქმით, ერთ მუშტად შეიკვრება საქართველო და "პოლიტოლიგარქის თამაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება“.

"დღეს ვიხილავთ შორეული 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დაშლის საკითხს. ის მაშინ იყო პასუხი. დიდწილად რაც მოხდა ყველაფერი, იყო რუსეთის პროვოკაცია და ეს არის დადასტურებული, დაზუსტებული, რისი ათასი მტკიცებულებაც არსებობს. მაგრამ, მინდა პროკურორებო და მოსამართლეებო გკითხოთ, გუშინ საღამოს თუ უყურეთ ტელევიზორს? თუ ნახეთ აბსოლუტურად მშვიდობით, კანონის ფარგლებში მოქმედ საქართველოს პატრიოტულ ახალგაზრდობას და ყველა ასაკის ადამიანს, როგორ არბევდა ღიმილიანი "რობოკოპების“ ბანდა თავისი "ხარებას“ მეთაურობით?

ბატონო პროკურორები, დაიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ სანქცია გასცეთ თუნდაც ზვიად ხარებაშვილზე იმისთვის, რაც მან გუშინ გააკეთა. ჩემგან რა გინდათ? სხვისგან რა გინდათ ამ საქმეში, როცა გუშინ ნახეთ უკანონობის და ბრუტალობის კულმინაცია, რაც შეიძლება არსებობდეს.

ამიტომ, რა არის საერთოდ ოლიგარქის თამაში? ოლიგარქის თამაში იყო აქამდე სტუდენტების განცალკევება სამოქალაქო საზოგადოებისგან. სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ მათი საქმე პოლიტიკა არ იყო. მისი თამაში იყო სამოქალაქო საზოგადოები გამიჯვნა პარტიებისგან. თურმე მათთან ერთად პოლიტიკურ პარტიებს აქციებზე არაფერი ესაქმებათ. მათი თამაში იყო პოლიტიკური პარტიების ერთმანეთზე დარევა და პოლიტიკური პარტიების შეჭმა და მათი დაყოფა. აი ამ გამოწვევამ, რომელიც ჩვენი ერის წინაშე დადგა, ისევე როგორც 1989 წელს, ისევე როგორც 2008 წელს - ერთ მუშტად შეკრა საქართველო და პოლიტოლიგარქის თამაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

  • ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ ეს აქციები, უნდა გაგრძელდეს და მთელი საქართველო უნდა მოიცვას.

"ძალა მხოლოდ ერთობაშია. ეს აქციები, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს, უნდა მოიცვას მთელი საქართველო, რაც მეტი ვიქნებით, რაც ორგანიზებული და თავის თავში დარწმუნებული ვიქნებით და ვართ, მით უფრო მალე გავიმარჯვებთ.

ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი აზრი. ჩემთვის ქართველი ხალხი ის ლაღი ახალგაზრდობაა, რომელიც უფრო კარგად გამოხატავს აზრებს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანი გამოხატავდა ეს წლები. უფრო ზუსტად იციან რა უნდათ, ვიდრე ბევრმა ვიცოდით ადრე.

მეც გარკვეული წილი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდობა გაზრდილიყო არა კორუფციის და რუსეთის პირობებში და ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონოდათ რუსეთზე და რუსეთის დამქაშებზე საქართველოში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.