ავტორი:

"ეს რეალურად სამხედრო პროგრამაა" - NASA-ს ხელმძღვანელი აფრთხილებს აშშ-ს და ჩინეთის რეალურ კოსმოსურ გეგმებზე საუბრობს: რას მალავენ პეკინში?

"ეს რეალურად სამხედრო პროგრამაა" - NASA-ს ხელმძღვანელი აფრთხილებს აშშ-ს და ჩინეთის რეალურ კოსმოსურ გეგმებზე საუბრობს: რას მალავენ პეკინში?

NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი აცხადებს, რომ ჩინეთი თავისი კოსმოსური შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამოქალაქო პროგრამებს იყენებს, რომლითაც სამხედრო მიზნებს შენიღბავს. ნელსონი ვაშინგტონს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

"ჩინეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით შესანიშნავი მიღწევები აქვს, მაგრამ ისინი ზედმეტად ასაიდუმლოებენ ამ ყველაფერს. მათი ე.წ. სამოქალაქო კოსმოსური პროგრამა რეალურად სამხედრო პროგრამაა", - განუცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა ამერიკელ დეპუტატებს.

ნელსონმა დასძინა, რომ იმედოვნებს, პეკინი "გონს მოეგება და შეიგნებს, რომ სამოქალაქო სივრცე მშვიდობიანი მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული".

მისი თქმით, აშშ მთვარეზე მანამ უნდა ჩავიდეს, სანამ ამას ჩინეთი მოახერხებს. ნელსონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პეკინი პირველი განახორციელებს მთვარეზე ადამიანების ჩაყვანას, აშშ-ს შეშფოთების მიზეზი გაუჩნდება, რადგან მისი აზრით, შესაძლოა, ჩინეთმა მთვარის ტერიტორია და რესურსები თავიანთ საკუთრებად ჩათვალონ და აშშ "გარეთ" დატოვონ.

2022 წელს ჩინეთის კოსმოსური პროგრამით დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური სადგური შეიქმნა და მთვარის ორბიტაზე რამდენიმე მისიაც მოეწყო ნიმუშების ასაღებად. მას შემდეგ, აშშ-მ 2026 წელს Artemis III-ის მისიის მოწყობა და მთვარეზე დაბრუნება დაგეგმა.

აშშ-სთან რბოლაში ჩინეთი უკან ჩამორჩენას არ დაჯერდა და განაცხადა, რომ სურს, 2030 წლისთვის მთვარეზე ადამიანები გაგზავნოს.

ბილ ნელსონმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აშშ კოსმოსურ კვლევაში თავის გლობალურ უპირატესობას არ დაკარგავს: "თუმცა რეალისტურად უნდა მივუდგეთ, ჩინეთმა მართლაც ბევრი ფული დახარჯა და ბიუჯეტი საშუალებას აძლევს, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო წინ წავიდეს",- დასძინა NASA-ს ხელმძღვანელმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა