რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - "არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ.
"პროტესტი არ უნდა შეწყდეს. დღეს, 19:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, - ნათქვამია განცხადებაში.