ავტორი:

11 წლის გოგონამ ყველაზე დიდი ქვეწარმავლის ნამარხი იპოვა - "ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა... ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა იყო"

11 წლის გოგონამ ყველაზე დიდი ქვეწარმავლის ნამარხი იპოვა - "ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა... ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა იყო"

11 წლის რუბი რეინოლდსმა, მამასთან ერთად გიგანტური პრეისტორიული ზღვის არსების ყბის ძვალი აღმოაჩინა. პალეონტოლოგები ფიქრობენ, რომ ნაშთები პრეისტორიული ქვეწარმავლის, იქთიოზავრის ტიპს მიეკუთვნება.

ძვლები დაახლოებით 202 მილიონი წლისაა და ტრიასული პერიოდით თარიღდება, ასევე ცნობილი, როგორც რეეტი. თითოეული ძვლის სიგრძე ორ მეტრს აღემატება, ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 25მ უნდა ყოფილიყო. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ყბის ძვლები გიგანტური იქთიოზავრის ახალ სახეობას მიეკუთვნებოდა.

"როცა ძვლები ვიპოვეთ, მაშინვე მივხვდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აღმოვაჩინეთ. ძალიან ვამაყობ, რომ მონაწილეობა მივიღე მსგავს სამეცნიერო აღმოჩენაში“ - ამბობს რუბი.

არსებას Ichthyotitan severnensis უწოდეს, რაც სევერნის გიგანტურ თევზს ნიშნავს. ბონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი კვლევისას დაადგინეს, რომ სიკვდილის მომენტში არსებას ზრდის პროცესი დასრულებული არ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 მეტრი მისი მაქსიმალური სიგრძე არ უნდა ყოფილიყო.

იქთიოზავრები ოკეანეში 250 000 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ, ვიზუალურად კი დელფინებს წააგავდნენ, წაგრძელებული სხეულითა და სხეულთან შედარებით პატარა თავებით. ისინი პერმული პერიოდის მასობრივი გადაშენების შემდეგ გაჩნდნენ, ანუ მას შემდეგ, რაც ზღვის სახეობების 95%-ზე მეტი განადგურდა, თუმცა 200 მილიონი წლის წინ, გიგანტური იქთიოზავრებიც გადაშენდნენ და მხოლოდ უფრო მომცრო, დელფინის მსგავსი სახეობა შემორჩა 90 მილიონი წლის წინანდელ პერიოდამდე.

წყარო: cnn