ავტორი:

სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სტავროპოლის მხარეში, საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისას რუსეთის აეროკოსმოსური ძალების Ту-22М3 თვითმფრინავი ჩამოვარდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო ჯგუფმა ეკიპაჟის სამი წევრის ევაკუაცია განახორციელა, მეოთხეს ძებნა კი გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.