ავტორი:

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან

სტუდენტები პარლამენტიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მიდიან. სტუდენტების განცხადებით, იუსტიციის სახლთან პროტესტი არის სიმბოლური, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იუსტიციის სახლი იქნება ის ორგანო, „რომელიც უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად მონიტორინგს ჩაატარებს“.

იუსტიციის სახლამდე მისვლამდე სტუდენტებმა თავისუფლების მოედანს შემოარტყეს წრე.

მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სკანდირებენ “წინ ევროპისკენ!” “საქართველო, საქართველო!”

როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ისინი აპირებენ სანაპიროს გადაკეტვას, შემდეგ კი მსვლელობით “ქართული ოცნების” შენობასთან მივლენ.