ავტორი:

"სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა" - რას წერს იუსტიციის მინისტრი სადავო კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე?

"სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა" - რას წერს იუსტიციის მინისტრი სადავო კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე?

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში სკანდალური კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს:

"სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ჰყვებოდა. ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო რომ შენს, წნეხის, ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია.

დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის" - წერს ბრეგაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ. კანონპროექტს მოქალაქეები რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.