ავტორი:

თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა.

იერლიკაია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.