ავტორი:

"Patriot-ები საჰაერო თავდაცვის სისტემები მხოლოდ მაშინაა, როცა მოქმედებენ და არა მაშინ, როცა უძრავად დგანან ბაზებში - ახლა ისინი საჭიროა უკრაინელების ხელში" - ზელენსკი

"Patriot-ები საჰაერო თავდაცვის სისტემები მხოლოდ მაშინაა, როცა მოქმედებენ და არა მაშინ, როცა უძრავად დგანან ბაზებში - ახლა ისინი საჭიროა უკრაინელების ხელში" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მხოლოდ მაშინაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, როცა ისინი მოქმედებენ - იცავენ სიცოცხლეს და არა მაშინ, როცა სადმე შესანახ ბაზებზე უძრავად დგანან.

"დემოკრატიულ სამყაროს აქვს ყველა ძალა რუსული ტერორის დასაძლევად. ახლა Patriot-ები საჭიროა უკრაინელების ხელში, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები საჭიროა უკრაინის ცაზე, რუსული რაკეტები და ირანული "შაჰედები“ უნდა დამარცხდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორიზმისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ერთად შეიძლება.

"მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, ვისაც უკვე ესმის ეს, მადლობა ყველას, ვინც ავლენს ლიდერობას უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში!" - განაცხადა ზელენსკიმ.