ავტორი:

10 მეწარმე, რომლებმაც მილიონები მხოლოდ ერთი უბრალო პროდუქტის გამოგონებით გამოიმუშავეს

10 მეწარმე, რომლებმაც მილიონები მხოლოდ ერთი უბრალო პროდუქტის გამოგონებით გამოიმუშავეს

თუ თქვენი მთავარი მიზანი მილიონის გამომუშავებაა, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა გახვიდეთ დიდ ბაზარზე. სწორედ ეს დაადასტურა სტატიაში მოყვანილმა მაგალითებმა - ათმა მეწარმემ ერთი უბრალო ნივთით და დიდ ბაზარზე გასვლით რამდენიმე მილიონის გამომუშავება შეძლეს.

შონ პულფრის სავარცხელი -Tangle Teezer

პარიკმახერმა შონ პულფრიმ 2007 წელს გაასაჯაროვა თავისი მარტივი გამოგონება. ეს იყო სავარცხელი მოქნილი პლასტმასის კბილებით, რომელიც ადვილად ვარცხნის თმას.

თავდაპირველად სტილისტს დასცინოდნენ კიდეც. ბევრს მიაჩნდა, რომ კიდევ ერთი რიგითი სავარცხლის წარმოება არაფრის მომტანი იყო. თუმცა, ერთ-ერთ შოუში პროდუქციის წარდგენის შემდეგ Tangle Teezer-ის გაყიდვები გაიზარდა. ის შეიძინეს ისეთმა პირებმაც, როგორიცაა ვიქტორია ბექჰემი.

Tangle Teezer 2020 წლისთვის მის მწარმოებელს 38 მილიონი დოლარი მოუტანა. სავარაუდოა, რომ 2024 წლისთვის პულფრის ქონება კიდევ უფრო გაზრდილია, რადგან სავარცხელს პოპულარობა არ დაუკარგავს.

ლევი რუთსის სოუსი - Reggae Reggae Sauce

შეფ-მზარეული და მუსიკოსი ლევი რუთსი 2007 წელს გაერთიანებული სამეფოს Dragons' Den-ის შოუში გამოჩნდა, სადაც ბიზნესმენებს მისი იდეის დაფინანსება სთხოვა. ეს იყო მწვადის არომატის მქონე Reggae Reggae Sauce.

მან წარმატებული ბიზნესმენებისგან, რიჩარდ ფარლისა და პიტერ ჯონსისგან მიიღო 63 ათასი დოლარის ოდენობის დაფინანსება, თუმცა სამაგიეროდ მათ ბიზნესის 40% დაუთმო.

მალე კვირაში 50,000 ბოთლი სოუსი იყიდებოდა. პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა და Reggae Reggae-ის ბრენდი დღეს სხვადასხვა საცალო ვაჭრობის, ასევე სწრაფი კვების ქსელებს, მათ შორის Subway-ისა და KFC-ის ამარაგებს.

Sunday Times Rich List-ის მიხედვით, რუთსი ახლა 38 მილიონ დოლარს ფლობს.

ჯული დინის “კემბრიჯის ჩანთა“

ჯული დინმა “კემბრიჯის“ საკულტო ჩანთა 2008 წელს თავის სამზარეულოში შექმნა. მას უბრალოდ სურდა, რომ ჩანთით თავისი ქალიშვილი კერძო სკოლაში წასულიყო, რადგან იმ დროისთვის ახლის შეძენას ვერ ახერხებდა. ვერც კი წარმოედგინა, რომ ეს მომავალში მილიონერად აქცევდა.

დინის ფერადმა ჩანთებმა მალევე მიიპყრო მოდის ბლოგერებსა და სტილისტების ყურადღება. ჩანთაზე იტალიურ Vogue-შიც კი წერდნენ. ბრენდი სწრაფად გახდა მოდური და დინის კომპანია 2018 წლისთვის უკვე 63 მილიონ დოლარს ფლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის უახლესი ფინანსური დეტალები არ არის ცნობილი, როგორც დასავლური მედია წერს, ბიზნესი შეიძინა ფრანგულმა ტექსტილის კონგლომერატმა Chargeurs-მა და სანაცვლოდ ჯული დინიმ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი მიიღო.

განაგრძეთ კითხვა