ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები იკრიბებიან

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტთან აქცია, სახელწოდებით "არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.

ამასთან, აქციის მიმდინარეობისას გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნიც.

აქციის მონაწილეები დღეს საკანონმდებლო ორგანოდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ, ხვალიდან კი პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მმართველი გუნდი უკან არ გაიწვევს.

ცნობისთვის, თბილისში, "ქართული ოცნების“ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი - "არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პროტესტისა და კრიტიკის ფონზე პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.