ავტორი:

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას”, ”არა ოფშორულ კანონს” - აქციის მონაწილეები სკანდირებენ და მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას”, ”არა ოფშორულ კანონს” - აქციის მონაწილეები სკანდირებენ და  მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან.

ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები, ამიტომ აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ.

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.”არა ოფშორულ კანონს”.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს მიღო, რომელსაც 3-დღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა.