ავტორი:

“ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ

“ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ

“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.

სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და მოხდება რეაგირება.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.