ავტორი:

"ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“ - სუს-ი სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

"ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“ - სუს-ი სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ტელეგრამში“ ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

"მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია "ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში, მათ შორის "ტელეგრამარხებზე" 22 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე დაგეგმილ თავდასხმაზე.

ინფორმაცია რუსულ ენაზე ვრცელდებოდა. "ტელეგრამის" არხი, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდებოდა ამჟამად აღარ იძებნება.

საქართველოში მსგავსი ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა, მსგავსი შინაარსის ინფორმაცია ზუსტად სამი თვის წინ გავრცელდა ბათუმშიც.

მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცრუ შეტყობინებები შეეხებოდა ბათუმში, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებს. არ დაკონკრეტებულა სულ რამდენი შენობა შეამოწმეს.