ავტორი:

ტრაგედია შრი-ლანკაში, რალის დროს - დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგონა

ტრაგედია შრი-ლანკაში, რალის დროს - დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგონა

21 აპრილს, შრი-ლანკის ქალაქ დიატალავაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, საავტომობილო შეჯიბრის დროს, რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

ღონისძიება შრი-ლანკის საავტომობილო სპორტის ასოციაციის მიერ 1993 წლიდან ტარდება, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, პანდემიის შემდეგ რბოლა პირველად იმართებოდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არმიის ტრასაზე მომხდარი ავარიის შესახებ გამოძიება დაიწყო.

დაღუპულთა შორის არის 4 მრბოლელი, 3 კი მაყურებელია, მათ შორის იმყოფებოდა რვა წლის გოგონა.

თვითმხილველების თქმით, ავარია მას შემდეგ მოხდა, რაც ტრასაზე რბოლისას ერთ-ერთ მანქანა გადაბრუნდა.

მომსახურე პერსონალი ცდილობდა სხვა მანქანების მძღოლების გაფრთხილებას, მაგრამ სისწრაფის გამო ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა და შეჯიბრის საყურებლად შეკრებილ ადამიანებში შევარდა.

შედეგად ხუთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ოფიციალური პირების თქმით, დანარჩენებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. წყარო