ავტორი:

წიგნმა შეიძლება ადამიანს თქვენი თავი სამუდამოდ დაამახსოვროს - რატომ არის ის საუკეთესო საჩუქარი?

წიგნმა შეიძლება ადამიანს თქვენი თავი სამუდამოდ დაამახსოვროს - რატომ არის ის საუკეთესო საჩუქარი?

თითოეულ ჩვენგანს გვახსოვს იმ რამდენიმე წიგნისგან მიღებული ემოციები, რომელმაც კონკრეტული ავტორები და რომანები შეგვაყვარა. ისინი როგორც ჩვენს თაროებზე, ისე ჩვენს გულებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და პერიოდულად უკან ვუბრუნდებით კიდეც.

არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა საყვარელ ადამიანს სწორედ ასეთ წიგნს და მასთან ერთად, დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნი. სწორედ ამიტომ მიიღო წიგნის ჩუქების დღემ ასეთი მასშტაბური ხასიათი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სწორედ ამიტომ არის, რომ ციფრულ ეპოქაში ნაბეჭდი წიგნები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება.

როგორ გვაახლოებს წიგნის ჩუქება ერთმანეთთან?

ნებისმიერი საჩუქრის არჩევისას, იქნება ეს სამკაული, ტექნიკა, საგზური თუ სხვა, ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებსა და გემოვნებას. იმავე მიდგომით ვხელმძღვანელობთ, როცა წიგნს ვარჩევთ ან ადრესატს აღმოჩენების საშუალებას ვაძლევთ, იქნებ აქამდე ფენტეზის ან სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი არ იზიდავდა და ამ კონკრეტული წიგნის წაკითხვის შემდეგ აზრი შეიცვალოს? ჩვენი მეშვეობით ახალი აღმოჩენების გაკეთება გვაახლოებს ადამიანებთან, გვაძლევს მათთან დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას... წიგნით დაინტერესების შემთხვევაში, სამუდამოდ ამახსოვრდება ადრესატს, რომ ის სწორედ ჩვენ ვუსახსოვრეთ.

წიგნის ჩუქება

  • ემოციურად გვაკავშირებს ერთმანეთთან;
  • გვაძლევს ერთმანეთის შეხედულებებისა და იდეების აღმოჩენის შესაძლებლობას;
  • გვანიჭებს დაუვიწყარ ემოციებს.

სხვისთვის წიგნის შერჩევის პროცესი ზრუნვისა და ყურადღების გამოხატულებად იქცა. კარგ რომანს შეუძლია, ჩვენსა და ადრესატს შორის ღრმა ემოციური კავშირი შექმნას, დაგვაახლოოს სრულიად უცხო ადამიანთან და მისი ინტერესების აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვცეს.

გთავაზობთ 5 წიგნს, რომელიც შეგიძლიათ, ადრესატს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აჩუქოთ:

დიუმას ეს რომანი სასურველი საჩუქარი იქნება მისთვის, ვინც კლასიკური ლიტერატურის ხელახლა აღმოჩენით არის დაკავებული ან ზოგიერთ ამგვარ ნაწარმოებს მხოლოდ ახლა ეცნობა.

ამასთან, ეს კონკრეტული გამოცემა არის ნაწილი სერიისა „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“. აღნიშნული სერია კი აერთიანებს როგორც ჩვენი, ისე გასული საუკუნეების უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს, პირველწყაროდან ნათარგმნსა და განახლებული ფორმატით გამოცემულს.

ნაწარმოებში „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა – მონარქია დაემხო, მეფის ტახტი გილიოტინამ დაიკავა – „თავისუფლებისა“ და „ახალი წესრიგის“ მცველები ყველას მოჰკვეთენ თავს, ვისაც რეჟიმის მტრად ჩათვლიან. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა ახალ ეპოქაში სისხლიანი და ტანჯული გზით შეა- ბიჯა, მისი დედაქალაქი მაინც ყველასთვის მიზიდულობის ცენტრად რჩება. ასეა ჰოფმანისთვისაც – გერმანელი სტუდენტისა და მეოცნებე ხელოვანისთვის. ჰოფმანისთვის სამყარო ერთი დიდი თეატრია, ამ თეატრის მთავარი სცენა კი სწორედ პარიზია და საოცარი, დაუჯერებელი წარმოდგენაც სწორედ ამ ქალაქში ვითარდება. რა ხდება მის თავს? სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის და რა აკავშირებს ამ ყველა– ფერთან ხავერდის ყელსაბამიან ქალს? ამ კითხვებზე პასუხების ძიება მკითხველს იმ ირეალურ სამყაროში ამოგზაურებს, საიდანაც თავის დაღწევა ჰოფმანივით ხან მოუნდება და ხან – არა.

მათთვის, ვისაც მუსიკა და დიდი შემსრულებლების ბიოგრაფია აინტერესებს, შეუძლებელია, ეს ბიოგრაფიული ნამუშევარი სასურველი საჩუქარი არ იყოს.

„ბითლზი - ლივერპულიდან ები როუდამდე“ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნი-ალბომია, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ალბომამდე მნიშვნელოვან დეტალებს მოგვითხრობს.

კიდევ ერთი საინტერესო საჩუქარი მუსიკის მოყვარულებისთვის ერნესტო ასანტეს „ფრედი მერკური“ იქნება. ბიოგრაფიული რომანი მუსიკოსის ექსცენტრული გენიის შესახებ მოგვითხრობს, გვიამბობს ზანზიბარში დაბადებული საოცარი ბიჭის შესახებ, რომელიც „ქუინის“ მუსიკალურ ისტორიასთან არის შერწყმული.

ჯოშუა კოენის „ნეთანიაჰუები“ საუკეთესო საჩუქარია მხატვრული ლიტერატურის მოყვარულისთვის, რომელსაც აღმოჩენების გაკეთება უყვარს.

მოქმედება ნიუ-იორკში, 1960 წლის ზამთარში ხდება. ისტორიკოსი რუბენ ბლუმი, კორბინის კოლეჯის ერთადერთი ებრაელი აკადემიკოსი, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად, იძულებით, სრულიად წარმოუდგენელი და თითქმის კატასტროფული გარემოებების დამთხვევით, სხვა ებრაელის _ ასევე ისტორიკოსის, ბენ-სიონ ნეთანიაჰუს ოჯახის მასპინძლად იქცევა. პოლიტიკა, ისტორია, ეროვნული იდენტობა, მკაცრი აკადემიური გარემოს სატირულობა - ეს ყველაფერი გასდევს ფონად რეალურ ამბავზე დამყარებულ, ბრწყინვალე ოსტატობით აგებულ თავბრუდამხვევ რომანს, რომელიც ძალი ან სასაცილო და მელანქოლიური მომენტების მონაცვლეობით გვიყვება ადამიანებისა და ქვეყნების ურთიერთობის ორაზროვნებაზე.

„აქ იყო ბრიტ-მარი“ თანამედროვე მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო რომანია, რომელიც პირველად 2014 წელს გამოიცა.

რომანი მოგვითხრობს შესანიშნავი დიასახლისის ბრიტ-მარის შესახებ. ის აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება... სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.

დღეს 23 აპრილია, წიგნის ჩუქების დღე! პალიტრა L თავის საყვარელ მკითხველ განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს! ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს, და ისარგებლე 30%-იანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე: https://palitral.ge/books

საქართველოს ბანკის სტუდენტური ან SCool ქარდით შეძენის შემთხვევაში კი, მიიღე დამატებით 30%-იანი ქეშბექი!

აჩუქე წიგნი, გააზიარე ლიტერატურა და სიყვარული!

ამ და სხვა წიგნების აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს და აჩუქეთ თქვენს ადრესატს დაუვიწყარი ემოციები.

R