ავტორი:

"საბოლოოდ, კეთდება რუსული საქმე, რომელსაც კიდევ კარგი, არ ვუშვებთ - 2-3 წლის წინ მართლა ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში რუსული ტანკები იქნებოდნენ" - მდინარაძე

"საბოლოოდ, კეთდება რუსული საქმე, რომელსაც კიდევ კარგი, არ ვუშვებთ - 2-3 წლის წინ მართლა ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში რუსული ტანკები იქნებოდნენ" - მდინარაძე

"საბოლოოდ, რუსული საქმე კეთდება ანტირუსული ისტერიის ფონზე", - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ევროპარლამენტარების კრიტიკას გამოეხმაურა.

  • მისი განმარტებით, რუსების ინტერესშია, რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, რასაც მდინარაძის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს.

"რუსების ნუ გჯერათ. ისინიც აკეთებენ იმას, რომ აქ სიტუაცია აირიოს. საბოლოოდ, რუსული საქმის კეთება მიდის ანტირუსული ისტერიის ფონზე. აქ თუ მართლა რამე აირია, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რუსეთზე მეტად ამით არავინ ისარგებლებს. დარწმუნდით ამაში და მიხვდით“,-განაცხადა მდინარაძემ.

  • როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახალს“, „ლელოს“, რომლებიც, მისი თქმით, სინამდვილეში, ერთ პარტიას წარმოადგენენ. როგორც მდინარაძემ განმარტა, არავის სჯერა, რომ ეს პარტიები „ნაცმოძრაობისგან“ გამიჯნულები არიან.

"ანტირუსული ისტერიის ფონზე, საბოლოოდ, კეთდება რუსული საქმე, რომელსაც კიდევ კარგი, არ ვუშვებთ, თორემ ჩვენ რომ თავის დროზე, 2-3 წლის წინ მართლა 2 ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში რუსული ტანკები იქნებოდნენ. მერე ვითომ წამებული ვიღაცები გაიქცეოდნენ სადღაც, ვერ გაასწრებდით ვერც წითელ ხიდზე და ვერც აეროპორტში და იქნებოდნენ შემდეგ ვითომ სამშობლოდან გაქცეული გმირები. ამ სისულელეებს გეგმავდნენ და ხომ ვიცით ეს ყველაფერი. დავანებოთ თავი ამ ისტერიულ კამპანიას. 29 აპრილის ისტერიულ შიშს. საჯარო მოხელეებს როგორ ესხმიან თავს, რას არ კადრულობენ, რომ ხალხის ხმას სიბინძურე დაუპირისპირონ“,-განაცხადა მდინარაძემ.