ავტორი:

ოდა - დიასახლისების რჩეული პროდუქტი პასკისთვის

ოდა - დიასახლისების რჩეული პროდუქტი პასკისთვის

ინგრედიენტები:

· რძე - 1 ლ

· საფუარი - 40 გრ (მშრალი)

· ფქვილი - 3 კგ

· შაქარი - 800 გრ

· კვერცხი - 12 ც

· სპრედი „ოდა“ - 230 გრ

· ქიშმიში - 200 გრ

· ფერადი ცუკატი - 200 გრ

· ილი - 40 გრ

· დარიჩინი - 30 გრ

· ჯავზი - 10 გრ

· ვანილი - 10 გრ

· მარილი 10 გრ

მომზადების წესი:

ქიშმიში კარგად გარეცხეთ და ცოტა ხანი წყალში გააჩერეთ, რომ აფუვდეს.

პარალელურად, რძეში ჩაყარეთ ვანილი, კარგად გახსენით და დადგით დაბალ ცეცხლზე. რძე ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ. შემდეგ კი გადმოდგით და ოდნავ გაგრილებას დაელოდეთ. დაუმატეთ შაქარი და კარგად გაადნეთ. ბოლოს კი მშრალი საფუარი ჩაყარეთ და 15 წუთი გააჩერეთ. თბილი რძის მასაში ჩაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და აურიეთ.

გაცრილი ფქვილი მოათავსეთ დიდ თასში, შეურიეთ სანელებლები და მარილი. ამოურიეთ და რძის მასა ნელ-ნელა ჩაასხით. მოზილეთ ცომი, რომელშიც შეურევთ დამდნარ სპრედს. ფაფუკ ცომს რომ მიიღებთ, შეურიეთ ქიშმიში და ცუკატი. მიღებული მასა შეფუთეთ და გააჩერეთ 3-4 საათი. შეგიძლიათ ცომი ფორმებში გადაანაწილოთ და ისე გააჩეროთ ან უკვე აფუებული მასა გადაიტანოთ ფორმებში.

170°C-ზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ პასკის ფორმები და გამოაცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში. ნახევარი საათის შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 150°C-მდე, რომ პასკა კარგად გამოშრეს.

აქვე გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომ პასკა იდეალური გამოვიდეს:

· ქიშმიში გარეცხვისა და აფუების შემდეგ, გაწურეთ და გააშრეთ. ცომში ჩაყრამდე კი ცოტა ფქვილში აურიეთ. ამ შემთხვევაში ის თანაბრად გადანაწილდება და ერთ ადგილზე არ ჩაიძირება;

· პასკის ცომში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი სპრედია, მასზეა დამოკიდებული საბოლოო პროდუქტის სინოტივე და სიმძიმე. ბაზარზე სპრედის მრავალფეროვანი არჩევანია, თუმცა ბოლო პერიოდში დიასახლისების უპირობო რჩეულია „ოდა“, რომელიც ქართული ნაწარმია და მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც გემრიელ არჩევანს საუკეთესო ცხობისთვის. ამ მაღალი ხარისხის სპრედით ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის ჩანაცვლება უკვე მოხდა. ის საერთოდ არ შეიცავს ტრანსცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ცხიმებს. სწორედ ამიტომ მოსწონთ დიასახლისებს ასე ძალიან. სხვადასხვა ტიპის, უხარისხო, ჰიდროგენიზებული ცხიმის გამოყენებისას ცომი არ არის ფაფუკი და დამყოლი, ცხობის დროს კი სათანადოდ არ ამოდის. მეორე მხრივ, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ტრანსცხიმები და ჰიდროგენიზებული ცხიმები ჯანმრთელობისთვის მავნეა. სწორედ ამიტომ იყენებენ დიასახლისები „ოდას“ და სხვასაც ამას ურჩევენ. მათთვის, ვინც ხშირად აცხობს, სტანდარტული 200 გრ.-იანი შეფუთვების პარალელურად, ხელმისაწვდომია 5 კგ-იანი, ეკონომიური შეფუთვები;

· პასკა უფრო გემრიელი გამოვა, თუ ცომს ორ ნაწილად მოამზადებთ. პირველ დღეს მხოლოდ სანელებლებით მოზილეთ, გააჩერეთ თბილ ადგილას 24 სთ-ით, რომ ცომი დამჟავდეს. მეორე დღეს მოამზადეთ ცომის მეორე ნახევარი ქიშმიშითა და ცუკატით და ერთმანეთს გადაურიეთ;

· ფორმის მხოლოდ 1/3 აავსეთ ცომით.

R