ავტორი:

ქალმა 11 წლის გოგონა მოიტაცა, რათა შვილისთვის "იდეალურ ცოლად" აღეზარდა - ამბავი, რომელმაც ჩინეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია

ქალმა 11 წლის გოგონა მოიტაცა, რათა შვილისთვის "იდეალურ ცოლად" აღეზარდა - ამბავი, რომელმაც ჩინეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია

გასულ კვირას ჩინეთში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოებაში წარმოუდგენელი რეზონანსი გამოიწვია. იუნანის პროვინციის მცხოვრებმა ქალმა და მისმა 27 წლის ვაჟმა 11 წლის გოგონა გაიტაცეს, რადგან "მომავალს დედამთილს" შვილისთვის "იდეალური ცოლი" აღეზარდა.

ქალი გვარად იანგი ერთ დღეს ახლომდებარე სოფელში 11 წლის სკოლის მოსწავლეს შეხვდა. თინეიჯერმა გოგონამ ჩინელი ქალი თავისი მანერებით იმდენად მოხიბლა, რომ ქალბატონმა იანგმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს გოგონა იყო მისი რძლობისთვის შესაფერისი. მეორე დღეს ქალი თავის 27 წლის შვილთან ერთად ოჯახში ხელის სათხოვნელად მივიდა. მართალია, ბავშვის მამამ ისინი უარით გაისტუმრა, მაგრამ ქალისთვის ეს დაბრკოლება სულაც არ აღმოჩნდა.

გატაცება

დედა-შვილმა გადაწყვიტეს, რომ შესაფერის მომენტს დალოდებოდნენ და ბავშვი გაეტაცათ. ამისთვის კი შეარჩიეს დრო, როდესაც სკოლის მოსწავლის მშობლები სახლში არ იყვნენ და გოგონა მშობლიური სოფლიდან გაიტაცეს და ქალაქში წაიყვანეს. როდესაც გოგონას მშობლებმა გაარკვიეს, რომ მათი შვილი გაიტაცეს, პოლიციაში დაუყოვნებლივ განცხადება შეიტანეს.

საბედნიეროდ, დედა-შვილი გატაცებულ ბავშვთან ერთად პოლიციამ მალე იპოვა. გოგონამ მხოლოდ ოთხი დღე გაატარა „დედამთილის“ სახლში. ქალი ადგილზე დააკავეს, მომავალი ქმარი კი თავად მივიდა პოლიციაში.

სასამართლომ ქალსა და მის შვილს ბავშვის გატაცებისთვის 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა გოგონას მშობლებმა სასჯელი გაასაჩივრეს და მოითხოვეს დედა-შვილი უფრო მკაცრად დაესაჯათ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ტრადიციები

საინტერესოა, რომ ჩინეთში დიდი ხნის განმავლობაში მართლაც არსებობდა ტრადიცია, რომ გოგონებს ადრეულ ასაკში იტაცებდნენ და მას მომავალი დედამთილი და მამათილი ზრდიდნენ. მოგვიანებით„იდეალური ცოლი“ ერთ-ერთი ვაჟის ცოლი ხდებოდა.

გასული საუკუნის შუა წლებში ეს ტრადიცია ოფიციალურად აიკრძალა და საბედნიეროდ თინეიჯერი გოგონას გატაცება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. თუმცა ამ ტრადიციის მიმდევრები პროვინციაში მაინც რჩებიან, მათ შორის არიან იანგი და მისი 27 წლის ვაჟი.

წყარო