ავტორი:

ოდესღაც ხმაურიანი ქალაქი შესაძლოა, მიწამ შთანთქოს - რამ გამოიწვია უდიდესი ხევის წარმოქმნა, რის გამოც 70 ათასი ადამიანი დიდი რისკის წინაშეა

ოდესღაც ხმაურიანი ქალაქი შესაძლოა, მიწამ შთანთქოს - რამ გამოიწვია უდიდესი ხევის წარმოქმნა, რის გამოც 70 ათასი ადამიანი დიდი რისკის წინაშეა

ოდესღაც ხმაურიანი ქალაქი ბურიტკუპუში, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

ქალაქში ახლა უზარმაზარი, 80 მეტრის სიღრმის უფსკრულია, რომელშიც შეიძლება 20 სართულიანი შენობა მოთავსდეს. კრატერის წარმოქმნა წლების მანძილზე ტყეების უკანონო ჩეხამ გამოიწვია.

ყოფილი პოლიციელი 79 წლის ხოსე რიბამარ სილვეირა კინაღამ დაიღუპა, როდესაც 2023 წლის მაისში ხევში ჩავარდა. კაცი წვეულებიდან სახლში მანქანით ბრუნდებოდა, ადგილზე არც გამაფრთხილებელი ნიშანი და არც ბარიერი დახვდა, მანქანით ხევში ჩავარდა. გონზე სამი საათის შემდეგ ხევის ფსკერზე მოვიდა. რთული სამაშველო ოპერაციისა და თვეების განმავლობაში რეაბილიტაციის შემდეგ, ახლა მას შეუძლია ყავარჯნების გარეშე სიარული. ზუსტად იგივე რისკის წინაშე დგას ბურიტიკიპუს 70,000 მცხოვრები.

ექსპერტები შიშობენ, რომ არსებული ხევები იმდენად სწრაფად ფართოვდება შესაძლოა ქალაქი ორად გაიყოს. ბრაზილია ყველაზე მეტად დასახლებული ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, იგივე პრობლემების ქვეშ არიან მექსიკა, კოლუმბია, ეკვადორი და არგენტინა.

ძალიან საშიშია იქ ცხოვრება

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ხევში. ბოლო ინფორმაციით, გახსნილმა მიწამ შთანთქა მინიმუმ 50 სახლი, რის გამოც, მაცხოვრებლების ნაწილმა სახლები მიატოვეს, ამიტომ ხშირად ნახავთ მიტოვებულ უბნებს.

მარისა კარდოსო ფრეირის სახლი ხევის პირას დგას და მაღალი რისკის ქვეშ არის. მას 100 სხვა ოჯახთან ერთად მოუწია სახლის დატოვება და ბურიტკუპუს სხვა ნაწილში გადავიდა.

მარისას ძველ სახლში, ოჯახის ორი ძაღლი კანიონში ჩავარდა და დაიღუპა. ქალს 10 წლის ვაჟი ენცო ჰყავს, აუტისტური სპექტრით. ერთ დღეს ბიჭი გაბრაზდა, ხევის პირას გაიქცა და დედას უთხრა, რომ თუ კიდევ უყვირებდა, ორმოში ჩავარდებოდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რომ ქალს სახლი დაეტოვებინა.

ტყის განადგურება

ბურიტკუპუ ახლა მშრალი, კლდოვანი ადგილია, მაგრამ ის ამაზონის ტროპიკული ტყის ნაწილია და ოდესღაც დაფარული იყო ხეებით, როგორიცაა კედარი, დასავლეთ ინდური ხე და იპე.1990-იან წლებში აქ ხე-ტყის მრეწველობა ყვაოდა. 24 საათის განმავლობაში მუშაობდა 50-ზე მეტი სამხერხაო საამქრო. ოცი წლის შემდეგ ქალაქის ძირძველი მცენარეების უმეტესი ნაწილი გაქრა.

ბურიტკუპუში ხალხს წვიმის ეშინია.

„არის შემთხვევები, როდესაც სახლი წვიმის დროს ინგრევა. შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი ტირის“, - ამბობს 52 წლის ჟოაო ბატისტა, მექანიკოსი, რომელსაც სახელოსნო აქვს უზარმაზარი ხეობის პირას.

”მე ჩემი მომხმარებლების 40% დავკარგე. ბევრს ეშინია აქ დარჩენის“, - ამბობს ის, თუმცა თავად უარს ამბობს წასვლაზე.

მისი სახელოსნოს უკან ოდესღაც საბავშვო მოედანი იყო, მაგრამ ხევმა ყველაფერი შთანთქა.

გამოსავალი

თუმცა, სწორი ღონისძიებებით და ინვესტიციით, „ამის შეჩერება შესაძლებელია“, - ამბობს პროფესორი ვანმაერკე.

ხევში ეროზიის შესაჩერებლად უნდა აშენდეს სადრენაჟო სისტემა, რომელიც წვიმის წყლის დინებას მიმართულებას მისცემს, მაგრამ ბიუჯეტში ამისთვის ფული არ არის.

ბურიტიკპუუს მერი ჟოაო ტეიშეირა დე სილვა მბობს, რომ მან მოითხოვა ფინანსური დახმარება მთავრობისგან წვიმის წყლის ნაკადის გადამისამართების დასაფინანსებლად.

გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ აქვთ პროგრამა „სადრენაჟე სისტემებისთვის“, მაგრამ უწყება ამჟამად არაფერს აკეთებს ბურიტკუპუში.

"ეს არის კომპლექსური სამუშაოები, რაც დიდ რესურსებს მოითხოვს“, - ამბობს მერი. ”რაც ჩვენ გვჭირდება არის პასუხისმგებლობა, როგორც მუნიციპალურ, ასევე სახელმწიფო დონეზე.”

მაგრამ ჟოაო ბატისტამ იცის, რომ თუ მისი სახელოსნოს უკან ხევი გაიზრდება, მას შესაძლოა გადაადგილება მაინც მოუწიოს.

”ბუნება გვეუბნება, რომ თუ ჩვენ არ მივხედავთ ჩვენს პლანეტას, ის განადგურდება. როდესაც წვიმს, ჩვენ ღვთის ხელში ვართ, რადგან არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია“.

წყარო