ავტორი:

100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი "ნეუტრადერმი" საქართველოშია

100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი "ნეუტრადერმი" საქართველოშია

“ნეუტრადერმმა” სამედიცინო საზოგადოებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

100%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი „ნეუტრადერმი“ უკვე საქართველოშია და წარმოდგენილია ექსკლუზიურად „ფარმსახლისა“ და „დოიჩეს“ სააფთიაქო ქსელებში. „ინოვაცია დერმატოლოგიაში“, - ასე უწოდებენ ბრენდს, რომელიც ბუნებისა და მეცნიერების ამოუწურავი შესაძლებლობების შედეგია და შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. ზღვა, როგორც სიცოცხლის საწყისი... „ნეუტრადერმის“ პროდუქციის გული, ე.წ. „Active Oligo Skin კომპლექსი“, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილიდან, ირუაზის ზღვისგან მოდის. AOS-ის დაპატენტებული ფორმულა შეიცავს მეტ მინერალს, ვიდრე თერმული წყლები, შედეგად, უფრო ეფექტურად ახდენს კანის მიკრობიომის დაცვას, გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, აღდგენას და რემინერალიზაციას.

„ნეუტრადერმი“ აერთიანებს სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებებს, წარმოადგენს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს და გამოიყენება დაბადებიდან, მთელი ოჯახისთვის. მისი ერთ-ერთი წამყვანი ხაზია „რელიპიდ+“, რომელიც სპეციალურად ძალიან მშრალი და ატოპიურობისკენ მიდრეკილი კანისთვის არის შექმნილი. „რელიპიდ+“-ის ჰიდროლიპიდური შრის აღმდგენი ბალზამი, მსოფლიოს მასშტაბით, 30 ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სხეულის მოვლის საშუალებაა. ის ღრმად ატენიანებს ატოპიურ კანს, ხსნის ქავილისა და დისკომფორტის შეგრძნებას, აქრობს სიწითლეს, აუმჯობესებს ცხოვრებისა და ძილის ხარისხს.

„ნეუტრადერმი“ საფრანგეთში აღიარებულია ბავშვთა მოვლის ექსპერტად, რაც ხაზს უსვამს, რომ მას შეუძლია ჩვილობის ასაკიდანვე, როცა ყველაზე სუსტი და მგრნობიარეა კანი, იზრუნოს მის სიჯანსაღეზე და გახდეს მშობლის სიმშვიდის გარანტი. ბრენდის უპირატესობებს პედიატრიასა და დერმატოლოგიაში ადასტურებს 10-წლიანი კვლევები და 4 ეფექტურობის ტესტი. ამიტომ მისი წარდგენა პირველად სამედიცინო საზოგადოებისთვის მოხდა. ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, 100-მდე წამყვანი დერმატოლოგი, პედიატრი და ალერგოლოგი დაესწრო.

ბრენდმა ექიმებისგან დიდი მხარდაჭერა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ალერგოლოგი, მაია გოთუა: „ნეუტრადერმის“ პროდუქცია ჩვენთვის საინტერესოა როგორც დერმატოლოგიური, ასევე ალერგოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეხება კანის მოვლას, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისა და კარგი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პალიტრაში პაციენტთა მკურნალობის ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა“.

პედიატრი, მაია ჩხაიძე: საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა „ნეუტრადერმი“. ბრენდის მახასიათებლები და შემადგენლობა გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ 0 წლიდან, როგორც ბავშვთა ჰიგიენური მოვლისთვის, ასევე პედიატრიულ-დერმატოლოგიური პრობლემების მოსახსნელად“.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი: „კანის მოვლის საშუალებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური პროდუქტებია და ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, არჩევის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საშუალებების შემადგენლობა. ის უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის, შეესაბამებოდეს ხარისხს, არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს, სხვადასხვა სულფატს.. საქართველოში, საბედნიეროდ, ბევრი ბრენდია წარმოდგენილი, მსოფლიო მნიშვნელობის პროდუქტები და ერთ-ერთია „ნეუტრადერმი“, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ბრენდი, მის მწარმოებელს ასწლოვანი ტრადიცია აქვს, არის ფრანგული წარმოება და აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც თანამედროვე საშუალებებს მოეთხოვება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს „ნეუტრადერმი“ სრულფასოვნად პასუხობს“.

დერმატო-ვენეროლოგი, თინა ქიტუაშვილი: „ნეუტრადერმი“ეს არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც გვთავაზობს ხარისხიან და ძალიან სანდო პროდუქციას. ბრენდი გამორჩეულია უნიკალური მინერალების შემადგენლობით, ე.წ. AOS კომპლექსით, რომელიც ახდენს კანის რემინერალიზაციას და აჩქარებს მისი აღდგენის პროცესს. იმისთვის რომ პაციენტებთან ვიყოთ გამართული და გვქონდეს კანის მოვლის საშუალებები ყველა მიმართულებით, ჩვენ გვჭირდება დასაყრდენი პროდუქცია, ვფიქრობ, ეს ბრენდი სწორედ ასეთია“.

“ნეუტრადერმი” ფრანგული ლაბორატორია “ჯილბერტის” ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია და წარმოდგენილია ამერიკასა და ევროპაში. “ჯილბერტი” #1 საფრანგეთში, 120-წლიანი ისტორიის მქონე ლაბორატორიაა, რომელსაც შექმნილი აქვს 50-მდე ბრენდი, პოზიციონირებს როგორც ექსპერტი ბავშვის ჯანმრთელობის სფეროში და არის ინოვატორი ბუნებრივი ინგრედიენტების წარმოებაში, იცნობენ 86 ქვეყანაში.

„ნეუტრადერმის“ სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები, „ფარმსახლისა“ და „დოიჩეს“ სააფთიაქო ქსელში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი. ბრენდი ისეთივე მრავალფეროვანი ასორტიმენტით შემოვიდა, როგორც ამერიკასა და ევროპაში გვხვდება.

R