ავტორი:

წვრთნების დროს ცხენები გაიქცნენ და ქუჩებს მოედნენ: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი - ფოტოები ლონდონიდან

წვრთნების დროს ცხენები გაიქცნენ და ქუჩებს მოედნენ: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი - ფოტოები ლონდონიდან

ლონდონის ცენტრში წვრთნების დროს სამხედრო ცხენები გაიქცნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც საზეიმო აღლუმის მოედანზე ვარჯიშის დროს რამდენიმე კავალერიის ცხენი გაიქცა.

მათი სურათები და ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, კადრებში ჩანს, რომ შავი ცხენი ტაქსის ეჯახება, მეორე კი ორსართულიანი ავტობუსის საქარე მინას ამსხვრევს. ერთ-ერთმა თავი დაიზიანა ვერცხლისფერი Mercedes-Benz-ის საქარე მინაზე შეჯახებისას

"დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და ცხენი. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - თქვა არმიის წარმომადგენელმა. ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ სამი ცალკეული ინციდენტის შედეგად საავადმყოფოში ჯამში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს.

მათივე თქმით, ბუკინგემის სასახლის გზაზე მომხდარი ინციდენტის დროს ერთ-ერთი ცხენიდან ადამიანი გადმოვარდა. არმიის სპიკერის თქმით, ყველა ცხენი უკვე ბანაკში დააბრუნეს.

სამხედრო ცხენებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ დიდი ბრიტანეთის სამეფო ცერემონიებში. ცხოველებს არჩევენ მათი სიმაღლისა და სიძლიერის მიხედვით. წვრთნიან რამდენიმე თვის განმავლობაში და ატარებენ ქალაქის ქუჩებში, რათა ხმაურს მიეჩვიონ.

წყარო: telegraph