ავტორი:

"დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შემოვუერთდები" - ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს

"დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შემოვუერთდები" - ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.

აქციას ახალგაზრდები 25 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გამართავენ.

აქციას დასასრულს პარლამენტთან მივიდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელმაც საპატიმრო დღეს პრეზიდენტის შეწყალების შედეგად დატოვა.

მისი თქმით, ხვალიდან ის საპროტესტო აქციებს შეუერთდება.

“ხვალ შვიდ საათზე ისევ ვიკრიბებით. დღეს დამაგვიანდა, მაპატიეთ, მაგრამ ხვალიდან აქციებს შევუერთდები.

ხალხის აქტიური ჩართულობით მოხდება ის, რაც მოსახდენია. ევროკავშირიც გვერდით გვიდგას”, - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან.