ავტორი:

ჩინეთი კოსმოსში "ვარსკვლავური ომების არმიას" ქმნის - საფრთხეები და აშშ-ის კოსმოსური ძალების გაფრთხილება

ჩინეთი კოსმოსში "ვარსკვლავური ომების არმიას" ქმნის - საფრთხეები და აშშ-ის კოსმოსური ძალების გაფრთხილება

ჩინეთი კოსმოსში "ვარსკვლავური ომების უზარმაზარ არმიას" ქმნის - ექვს წელიწადში კი ჯაშუშური თანამგზავრების რაოდენობა გასამმაგდება. ამის შესახებ სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით მედია წერს.

ისინი შიშობენ, რომ კომუნისტურმა სახელმწიფომ შესაძლოა, თანამგზავრები ტაივანში შეჭრის მხარდასაჭერად გამოიყენონ და კოსმოსური ტექნოლოგიების მიერ უფრო მარტივად გახდეს შესაძლებელი სამიზნეების იდენტიფიცირება.

აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს გადაწყვეტილი აქვს, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონი დასავლეთის ძალებისთვის აკრძალულ ზონად აქციოს.

ჩინეთს ამ დროისთვის აქვს დაახლოებით, 350 სათვალთვალო თანამგზავრი, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სწორედ ზემოთ აღნიშნულ მხარეზე. ამერიკის მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური ძალები აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ ჩინეთის კოსმოსურ ტექნოლოგიებს აქვთ შესაძლებლობა შეტევა ათასობით მილის დაშორებით განახორციელონ.

აშშ-ის კოსმოსური ძალის "დელტა 2"-ის მეთაური, პოლკოვნიკი რაჯ აგრავალი ამბობს, რომ ჩინეთი აფართოებს თავის სამხედრო ძალას კოსმოსში. მისი თქმით, ჩინელები კოსმოსის ათვისებით აჩვენებენ თავიანთი მკაფიო განზრახვას - ძალაუფლება ჰქონდეთ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე.

ვიცე-პოლკოვნიკ ტრევის ანდრესონის თქმით კი, ჩინეთის სამხედრო თანამგზავრების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების.