ავტორი:

ცეცხლწაკიდებული მანქანიდან გამვლელებმა მძღოლი გამოიყვანეს - სასოწარკვეთილი მოქალაქეები და გადარჩენილი: დრამატული კადრები აშშ-დან (ვიდეო)

ცეცხლწაკიდებული მანქანიდან გამვლელებმა მძღოლი გამოიყვანეს - სასოწარკვეთილი მოქალაქეები და გადარჩენილი: დრამატული კადრები აშშ-დან (ვიდეო)

მედიაში ვრცელდება დრამატული კადრები, თუ როგორ გამოიყვანეს მძღოლი ცეცხლწაკიდებული მანქანიდან და გადაარჩინეს. შემთხვევა აშშ-ში, მინესოტას შტატში მოხდა.

გზატკეცილზე, ცეცხლმოკიდებულ მანქანაში მამაკაცი იმყოფებოდა და მანქანიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

კადრებში ჩანან გამვლელები, სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ, რომ დაეხმარონ მანქანაში მყოფს. საბოლოოდ, მოხერხდა მანქანის მინის ჩამსხვრევა და მძღოლი გადმოიყვანეს.

მედიის ცნობით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

ნახეთ ვიდეო: