ავტორი:

"გახსნილია საზღვრები და ცდუნება არსებობს..." - რას ამბობს პრემიერი მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე?

"გახსნილია საზღვრები და ცდუნება არსებობს..." - რას ამბობს პრემიერი მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე?

წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები ბევრად უფრო მძიმე იყო,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ "საქსტატის" მონაცემებზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წელს ემიგრანტების რაოდენობა 95.6 %-ით გაიზარდა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა, გახსნილია საზღვრები და ადვილია ქვეყნის დატოვება, "ცდუნება არსებობს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ადამიანები, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ".

"ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, ამ გამოწვევებს შორის უმთავრესი დემოგრაფიაა. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა, როგორც შობადობის, ისე მიგრაციის კუთხით, რასაც გამომწვევი მიზეზები აქვს. რაც შეეხება მიგრაციას, მიგრაციას არსებითად ორი მიზეზი აქვს. პირველი: ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებთან. მეორე: გახსნილია საზღვრები, ადვილია ქვეყნის დატოვება ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა ცხოვრების დონის კუთხით ჯერ კიდევ სამმაგია, 2012 წელს ჩამორჩენა იყო 4.5. ამიტომ, წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები იყო ბევრად უფრო მძიმე, ჩვენს პირობებში ცუდია დემოგრაფიული მონაცემები, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს.

პირველი: ჯერ კიდევ არსებული ჩამორჩენა, გერმანიას სამჯერ ჩამოვრჩებით, საბერძნეთს 2-ჯერ და ასე შემდეგ. ასეთ დროს ცდუნება არსებობს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ადამიანები, სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. ასევე საზღვრებიც გახსნილია. „ნაცმოძრაობის“ დროს, მაშინ, როდესაც საზღვრები გახსნილი არ იყო, ორჯერ უარესი მაჩვენებლები იყო მიგრაციის კუთხით. ჩვენ უარყოფითი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ მთავარია აქ ეკონომიკის განვითარება. თუ ეკონომიკა წინ არ წავა და არ დავუახლოვდებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, უარყოფით მაჩვენებლები შენარჩუნდება. უახლოესი რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“,-აღნიშნა პრემიერმა.

წაიკითხეთ ასევე: