ავტორი:

იცოდით, რომ შავი ზღვის სანაპიროსთან "მოჩვენებების ქალაქი" მდებარეობს? - რატომ იქცა ერთი შეხედვით ზღაპრული სამეფო პოსტაპოკალიფსურ ადგილად?

იცოდით, რომ შავი ზღვის სანაპიროსთან "მოჩვენებების ქალაქი" მდებარეობს? - რატომ იქცა ერთი შეხედვით ზღაპრული სამეფო პოსტაპოკალიფსურ ადგილად?

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბოლუს რაიონში, შავი ზღვის სანაპიროზე მიტოვებული ქალაქი მდებარეობს, რომელსაც ხშირად "მოჩვენებების ქალაქსაც" უწოდებენ - ეს სახელი პარანორმალურ მოვლენებთან არანაირ კავშირში არ არის, უბრალოდ წლების წინ მიატოვეს და ახლა სრულიად დაუსახლებელია.

ქალაქის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და მისი შთაგონება დისნეი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, კომპანიის გაკოტრების გამო, მშენებლობა შეწყდა. ახლა ასობით ვილა, რომლებიც დისნეის სამეფოებს წააგავს, ცარიელია.

ბურჯ ალ ბაბასის ასაშენებლად დეველოპერმა Sarot Properties Group-მა პროექტზე 160 მილიონი დოლარი გამოყო. იგეგმებოდა აკვაპარკის, დახურული საცურაო აუზების, თურქული აბანოების, საუნებისა და ორთქლის ოთახების აშენება. პერსპექტიულ მყიდველებს საკუთარი სახლის შეძენა შეეძლოთ, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა იატაკქვეშა გათბობით, ღირებულება კი 400, 000 დოლარს შეადგენდა.

დაგეგმილი 732 სახლიდან მხოლოდ ორი მესამედი დასრულდა. ამბიციურმა გეგმებმა დეველოპერებს 21 მილიონი ფუნტის ოდენობის დიდი დავალიანება დაუტოვა. ეკონომიკური პრობლემების გარდა, ადგილობრივები პროექტს ეწინააღმდეგებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ შენობები ოსმალეთის სტილის სასახლეებს შორის უადგილოდ გამოიყურებოდა და ზიანს აყენებდა გარემოს. შესაბამისად, 2019 წელს მშენებლობა შეწყდა.

ერთი შეხედვით, ის მაინც ზღაპრულ სამეფოს ჰგავს, მაგრამ ზოგს ეს მიტოვებული ქალაქი პოსტ-აპოკალიფსურ განცდას უტოვებს.

წყარო: thesun