ავტორი:

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კარტოფილი და ხახვი მიიტანა - "ამით ხართ ხელისუფლებაში მოსულები"

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა კარტოფილი და ხახვი მიიტანა - "ამით ხართ ხელისუფლებაში მოსულები"

თბილისის საკრებულოს სხდომაზე პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" წევრმა, ნინო წულაძემ კარტოფილი და ხახვი მიიტანა.

მისივე თქმით, საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრები კარტოფილით და ხახვით არიან ხელისუფლებაში მოსულები.

"საჯარო მოხელეები არიან თქვენი ხელისუფლების მსხვერპლი და თქვენ დაშინებული და დაგეშილი, რომ „ვაიმე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ მობრუნდეს“. თქვენც მსხვერპლი ხართ ოღონდ წინა ხელისუფლების… რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას ერთი გამაერთიანებელი ნიშანი გექნებათ, ორივენი იქნებით სისტემის მსხვერპლი. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? ღმერთის სახელით ჩადიხართ ხალხი უღმერთობას.

რომელ სარწმუნოებაზე მელაპარაკებით, თამაზ გინტური სალოცავში მოგიკლეს, ეკლესია აგიჭედეს და ერთი სიტყვა არ გითქვამთ რუსეთის წინააღმდეგ. ახლა კიდევ შემოიტანეთ რუსული კანონი, რომელ მამულს იცავთ? თუ მამული თქვენთვის ღარიბაშვილმა ცოლს ტყე რომ აჩუქა, მხოლოდ ის არის, თუ პაპუაშვილმა რომ ჰექტრები გადაიფორმა 1 ლარად, ეგ არის მამული?“ - განაცხადა ნინო წულაძემ.