ავტორი:

ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა?

ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა?

ექსპერტები ამბობენ, რომ ყოველდღიურ შხაპს ჯანმრთელობისთვის დადასტურებული სარგებელი არ მოაქვს: "რატომ ვრეცხავთ? გვეშინია, ვინმემ არ გვითხრას, რომ სუნი გვაქვს“, - განუცხადა გარემოსდამცველმა დონაჩად მაკკარტიმ BBC-ს.

და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური შხაპისგან თავის შეკავება შესაძლოა ანტისოციალურ ქცევად მიიჩნეოდეს, სამედიცინო ექსპერტები ეთანხმებიან მაკარტის და ამბობენ, რომ სისუფთავით აკვიატება შეიძლება რეალურად სახიფათო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

დერმატოლოგი ჯული რასაკი აღნიშნავს, რომ ხანგრძლივმა და ყოველდღიურმა შხაპმა შეიძლება წაშალოს "კანის მიკრობიომი“, რომელიც დიდ როლს ასრულებს კანის დაცვაში და "ასევე ძალზე მნიშვნელოვანია სხეულის საერთო ჯანმრთელობისთვის“.

2021 წელს ჰარვარდის ჯანმრთელობის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამერიკელების 66% შხაპს იღებს ყოველდღიურად, ხოლო 2005 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთში ჩვეულებრივია შხაპის მიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ. ეს ფენომენი საშხაპეების მზარდი გავრცელებით ახსნეს - აშშ-ში 1920-1950-იან წლებში აშენებულ ყველა სახლში შეხვდებით საშხაპეს, ეს 100 წლის წინ ერთგვარ ფუფუნებად აღიქმებოდა, და მხოლოდ შეძლებული ოჯახებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სალი ბლუმფილდი, ლონდონის ჰიგიენისა და მედიცინის სკოლის საპატიო პროფესორი, ამტკიცებდა, რომ ადამიანები ყოველდღიურად იღებდნენ შხაპს, რადგან ეს "სოციალურად მისაღებია".

"არ არსებობს ერთიანი მიდგომა, როდესაც საქმე ეხება კანისა და თმის დაბანას. იდეალური სიხშირე დამოკიდებულია თქვენი კანისა და თმის ტიპზე", - განუცხადა სიეტლის დერმატოლოგმა ჯოის პარკმა The New York Times-ს 2023 წლის ანგარიშში.

წყარო: bbc